ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელი თანატოლები 3:2 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი nakrebi.ge-სთან კომენტარი დუბლის ავტორმა გიორგი გულიაშვილმა გააკეთა:
"პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე. გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენ გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი.
როდესაც ინგლისის ნაკრებს 2 გოლს გაუტან, რა თქმა უნდა, ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა".