გიორგი გულიაშვილი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელი თანატოლები 3:2 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი nakrebi.ge-სთან კომენტარი დუბლის ავტორმა გიორგი გულიაშვილმა გააკეთა:

"პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე. გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენ გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი.

როდესაც ინგლისის ნაკრებს 2 გოლს გაუტან, რა თქმა უნდა, ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშეთ მთელმა გუნდმა , წარმატებები . თუმცა მთავარი ახლა იწყება . ეს უნდა იქცეს თქვენთვის , ყველა ფეხბურთელისათვის ათმაგ და ასმაგ მოტივაციად . მთავარია შეგიძლიათ , საკუთარი შესაძლებლობების დაიჯერეთ და უფრო მონდომებით და მიზანდასახულად იშრომეთ საკუთარ თავზე . დაივიწყეთ გუშინდელი შევედრა , ნუ მიეცემით ზედმეტად ტკბობას მაგ მომენტით , ჩათვალეთ რომ არ ყოფილა და ისე შეხვდით შემდეგ შეხვედრას , ასე ყოველი თამაშის შემდეგ გაიზრდებით და იქცევით პროფესიონალებად . მადლობა გუშინდელი სიხარულისათვის .
ATP 16
15:04 17-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული