"ბოლონია" კიდევ ერთი ქართველით დაინტერესდა - ტრანსფერი შეიძლება მალე განხორციელდეს

AutoSharing Option
ბოსნიური Sportsport-ის ცნობით, "სარაევოს" 23 წლის თავდამსხმელის გიორგი გულიაშვილის სამსახურით "ბოლონია" დაინტერესდა.

გამოცემა წერს, რომ ზაფხულში "სარაევომ" სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იჯარით "ველეჟში" გაშვებული გულიაშვილი დააბრუნა, მან ჩინებულად თამაში გააგრძელა, გუნდის მთავარი ფეხბურთელია, 9 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია, მართლაც ფენომენალურია და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "ბოლონიას" ყურადღება მიიპყრო.

faktor-ის მტკიცებით, ტრანსფერი შეიძლება მალე განხორციელდეს და 2023 წელს "საბურთალოსგან" 120 ათას ევროდ შეძენილი თავდამსხმელი, რომლის ფასი ამჟამად 800 ათასია, სერია A-ს კლუბში გადავიდეს.

ინფორმაციას "ტვიტერით" იტალიელი ჟურნალისტი ალესიო ალამიო ადასტურებს. გიორგის "სარაევოსთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია,
რომ "ბოლონია" "ემპოლის" მცველს საბა გოგლიჩიძეს აკვირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგია კარგია კარგიაააააა.
ბორისი
17:45 23-10-2024
0
ზღაპარია.
გულიაშვილი ვაწაძის დონეა და მეტი არაფერი.
გენა
13:34 22-10-2024
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული