საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადება მინსკის განვითარების თასზე დაიწყო და პირველი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო.
გიორგი ჩიტაურის შეგირდები პირველ ტურში ისრაელთან, ხოლო მეორეში ბელარუსთან დამარცხდნენ.
დუბლი ივან აგეევმა შეასრულა, ერთი გოლი კი ალეკსეი კოჟანოვსკიმ გაიტანა.
შემდეგ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 10 თებერვალს, მინსკის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივ გუნდთან გამართავს.
შემდეგ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 10 თებერვალს, მინსკის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივ გუნდთან გამართავს.
საქართველო: ს. კოპალიანი, გოგიჩაიშვილი (ცეცხლაძე 41), ხარჩილავა, ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (ხაჩიძე 59), პარკინაშვილი (ალიბეგაშვილი 50), პარკაძე (გადილია 71), მაღრაძე, ლორთქიფანიძე, ციკოლია (კარაევი 50)
სათადარიგოები: რ. კურტანიძე, ჩიხაძე, გიუნაშვილი, ტაბატაძე
საბაზისო პრობლემებზე ვისაუბროთ, თორე ამ ბავშვებს რომ გულით ენდომებოდათ მოგება ამაში ეჭვი არ მეპარება.
არ ვითარდება ამ ქვეყანაში ჯანსაღად ბავშვობიდანვე ფეხბურთი. ინდივიდუალურად ნიჭიერი თუ ვინმე გამოერევა დაადგამს ეგრევე რუსეთი თვალს, პრეტენზია ტყუილად გვაქვს, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანას მოუნდება ჩვენთან გაზრდილი ფეხბურთელი. რათქმაუნდა გამონაკლისებს არ ვგულისხმობ და მაგ გამონაკლისებმა უნდა გახსნან ზუსტად გზა, თორე მართლა ნიჭიერი და მშრომელი ბავშვებიც ეწირებიან ამ ყველაფერს, თავიც რომ მოიკლა რუსეთის იქეთ ვერ იხედები. კატასტროფულია ქართული ფეხბურთი.