ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს უნგრეთის წინააღმდეგ დებრეცენში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ - 0:0 დასრულდა.

შეხვედრის 65-ე წუთზე მსაჯმა ნაკრების კაპიტანი - მუხრან ბაგრატიონი მოედნიდან გააძევა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ 18-წლამდელებს 72-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი შეექმნათ, თუმცა ლუკა წულუკიძის მიერ დარტყმული მოწინააღმდეგეს შეეხო და კარს მცირე მანძილით ასცდა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელებმა 1-ელ მარტს უნგრეთს მინიმალური სხვაობით - 1:0 სძლიეს, სადაც გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანიდან გუნდის კაპიტანმა - მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი მომდევნო მატჩებს პორტუგალიის საერთაშორისო
ამხანაგურ ტურნირზე გამართავს. მატჩები 25, 27 და 29 მარტს ჩატარდება.

Nakrebi.ge

alt18-წლამდელებმა გასვლაზე უნგრეთი დაამარცხეს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული