17-წლამდელები მალტაზე გაემგზავრნენ - შემადგენლობა და ცვლილება განრიგში

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე და 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებებს 6 და 8 მარტს რუსთავის აკადემიის მოედანზე მალტელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ლოჯისტიკური პრობლემების გამო მეტოქე ქვეყნის ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

თუმცა 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ მატჩებს მაინც ითამაშებენ და მალტას სტუმრის სტატუსით, ისევ 6 და 8 მარტს კუნძულოვანი სახელმწიფოს დაბა სალინაში დაუპირისპირდებიან.

მალტასთან მატჩებში 17-წლამდელებს ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი - გაბრიელ სიგუა და 35-ე სკოლის შემტევი - გიორგი პარკინაშვილი ვერ დაეხმარებიან. მოახლოებული შეხვედრებისთვის გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი
გამოიძახა.

U17 - შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი, თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო)

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო, თბილისი), თენგო გობეშია (დინამო, თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მერანი, მარტვილი), გიორგი მაღრაძე (საბურთალო), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა გადილია (დინამო, თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო, ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით გოგიჩაიშვილი (დინამო, თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), გიორგი რობაქიძე (დინამო, თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო, თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია (35-ე სკოლა), ლუკა პარკაძე (დინამო, თბილისი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული