18-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
საქრთველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, ტურნირის ფარგლებში, სლოვაკეთის, ჩრდ. მაკედონიის და მასპინძელი პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მარტის დასაწყისში 18-წლამდელებმა უნგრულ ტურნეში, უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებთან ორი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიაში გასამართი ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ფირცხალაიშვილის გუნდი 2022 წლის შემოდგომაზე 19-წლამდელთა ასაკობრივი გახდება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა
ბერუაშვილი (დინამო, თბილისი), დავით იობაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლომაია (ლოკომოტივი, თბილისი).

მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო, თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო, თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო, ქუთაისი), ალეკო ანანიძე (შუქურა, ქობულეთი), გიორგი ქუქალია (საბურთალო), შოთა კვერენჩხილაძე (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: თემურ ნოზაძე (დინამო, თბილისი), საბა კვეტენაძე (სამტრედია), გიორგი ხიზანიშვილი (საბურთალო), ჭაბუკი ლაბაძე (საბურთალო), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჩაგანავა (სიონი, ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი ხაბულიანი (თელავი), დავით გოცირიძე (დინამო, თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო, თბილისი), ნიკოლოზ დავრაშელიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო, თბილისი).

U18 | მატჩების განრიგი
25 მარტი | პორტუგალია V საქართველო | პორტუგალიის ტურნირი
27 მარტი | საქართველო V სლოვაკეთი | პორტუგალიის ტურნირი
29 მარტი | საქართველო V ჩრდ. მაკედონია | პორტუგალიის ტურნირი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული