U19. ორკაცნაკლული საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხორვატიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდმა აიღო სტარტი. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 1:5 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, მაგრამ 44-ე წუთზე მსაჯმა საქართველოს ნაკრების მცველი ჩხეტიანი გააძევა. შესვენების შემდეგ მეტოქე უპირტესობას დაეუფლა და გაიმარჯვა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა შეცვლაზე შესულ სიხარულაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მასაც მოუწია მოედნის დატოვება.

ველიკა გორიცა. "ველიკა გორიცა"
საქართველო - რუმინეთი 1:5
გოლები: 0:1 ჩირიცოი (11), 0:2 დანულეასა (31), 1:2 აბუაშვილი (40), 1:3 პანტეა (45, პენ), 1:4 ილიე
(47), რადასლავესკუ (60)

გაძევება: ჩხეტიანი (44), სიხარულაშვილი (90+2)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კეკელიძე 80), დუნდუა, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ჩხეტიანი, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 62), აბუაშვილი (გოგნაძე 67), გ. მამაგეიშვილი (ბაგრატიონი 46), წულუკიძე (სიხარულაშვილი 67)

26 მარტს საქართველოს ნაკრები ისლანდიას შეხვდება, რომელიც მასპინძელ ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კიკინებს კი არ უნდა ევლებოდეთ, ფეხბურთის თამაშზე და შრომაზე უნდა იყოთ აქცენტირებული,ასაკობრივ ნაკრებებში ბევრი სამუშაოებია ჩასატარებელი ყველანაირი კუთხით.რა უბედურებაა ამდენი კიკინიანი მოთამაშეები,ჯერ რამეს მიაღწიეთ და მერე კიკინები კიარა თუ გინდათ წვერი მოუშვით.
qomagebi
15:19 24-03-2022
0
მწვრტნელი ყავტ სადარი ვავა ვუვა ეხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
kaka
12:58 24-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული