საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის სამზადისის ფარგლებში, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა, როგორც მასპინძელს, გარანტირებული აქვს, გორში ესტონელ თანატოლებს 4:1 სძლია.
დუბლი გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი ბექა დარცმელიამ და შოთა შეყილაძემ გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - ესტონეთი 4:1
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (34), 2:0 მოისწრაფიშვილი (54), 2:1 ტამი (75), 3:1 დარცმელია (90), 4:1 შეყილაძე (90)
საქართველო: ბულისკერია, ჯინჯოლავა, გელაშვილი, აზაროვი (ხარაბაძე 63), კალანდაძე, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 63), ნონიკაშვილი (ფარულავა 90), გაგნიძე (დარცმელია 63), მოისწრაფიშვილი (აბულაძე 88), გულიაშვილი (ინჯგია 63), გაგუა (შეყილაძე 90)