საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. თეორიული ნაწილის შემდეგ ქართველ მსაჯებს პრაქტიკული სემინარები უტარდებათ. პროექტში ჩართული არბიტრები სამი დღის განმავლობაში რეალურ გარემოში, მატჩის სიმულაციის საშუალებით შეძლებენ პრაქტიკული ცოდნის მიღებას.

სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფასგან ვიდეოასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში, ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.

GFF.GE

-15MAR/03/2-vari.jpg" border="0" alt="alt" title="საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება" style="height: 50px; width: 50px;" />VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დროს ვარია?! მომენტების და გოლის გამეორების ფუნქციბი არა გაქვთ! ტექნოკა მთლიანად გაქვთ გამოსაცვლელი
დავითი
23:05 21-04-2022
0
მერე რაღა ეშველება მაგიას?!
Giusha3232
19:01 20-04-2022
1

სიახლეები პოპულარული