U18. მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს შვეიცარიის ტურნე მასპინძლებთან ნათამაშები ფრით დაასრულა. შეკრების ფარგლებში ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ჩვენმა ასაკობრივმა 2:1 მოიგო.

დღევანდელ მატჩში შვეიცარიელთაგან თავი, წინა შეხვედრის მსგავსად, ნანდო ტოგენბურგერმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მე-15 წუთზე მასპინძელთა დაწინაურება შეძლო.

პირველი ტაიმის მიწურულს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის - გაბრიელ სიგუას დარტყმული მეკარემ მოიგერია და შვეიცარიელების მიერ გატანილი გოლის თითქმის იდენტური დავით გოცირიძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისიდან
19-წლამდელთა ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული