15 და 16-წლამდელთა ასაკობრივი გუნდები ამხანაგურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას

AutoSharing Option
საქართველოს 16 და 15-წლამდელთა ასაკობრივი გუნდები მაისში ამხანაგურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.

გიორგი ხიზანიშვილის 16-წლამდელები რუსთავში გასამართი უეფას განვითარების თასისთვის მოემზადებიან. საქართველოს ასაკობრივი გუნდი სფფ-ის რუსთავის აკადემიის მოედანზე - 11 და 16 მაისს ზამბიას და აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი ივნისიდან 17-წლამდელთა ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

გიორგი ჩიტაურის 15-წლამდელთა ნაკრები სომხეთში მიემგზავრება, სადაც ერევანში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე - ლიბანს
(8 მაისი), მოლდოვას (10 მაისი) და ტურნირის მასპინძელ სომხეთს (12 მაისი) დაუპირისპირდება.

U16 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), ვასილ ბალალაშვილი (სფფ-ის აკადემია), დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ კალანდაძე (სფფ-ის აკადემია), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: დათა ინაიშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ტკალია (სფფ-ის აკადემია), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), დანიელ ქვარცხავა (საბურთალო), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), გიორგი მეძველია (სალხინო მარტვილი).

თავდამსხმელები:
იუსუფ მეხტიევი (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი).

U16 | მატჩების განრიგი

11 მაისი | 17:00 - საქართველო V ზამბია
16 მაისი | 17:00 - საქართველო V აზერბაიჯანი

U15 | შემადგენლობა

მეკარეები: ვანო ბახუტიშვილი (35-ე სკოლა), სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი).

მცველები:
საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ნიკა დანელია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია).

ნახევარმცველები: ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ვიბლიანი (დინამო თბილისი), ლუკა კვაშილავა (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ნიკა სურგულაძე (საბურთალო), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), საბა კვინიკაძე (დილა გორი), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), გიორგი გაბრიჩიძე (35-ე სკოლა), რეზი დანელია (დინამო თბილისი), რატი ალექსიძე (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), საბა ნიორაძე (სელერო).

თავდამსხმელები:
თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), ლუკა ლაშხია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია)

U15 | მატჩების განრიგი

8 მაისი | 16:00 - საქართველო V ლიბანი
10 მაისი | 16:00 - მოლდოვა V საქართველო
12 მაისი | 16:00 - სომხეთი V საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ნაკრებს რატო ეძახით მხოლოდ თბილისის ნაკრებს
კკ
10:09 06-05-2022
1

სიახლეები პოპულარული