U15 - საქართველოს ნაკრების გამარჯვება სომხეთთან და პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 15 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება მასპინძელ სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა - 0:2.

ამ მოგებით გიორგი ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა წინა მატჩებში მოუგო ლიბანს (3:1) და მოლდოვასთან ფრე (2:2) ითამაშა.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე გიგი გლუნჩაძემ თერთმეტმეტრიანით გახსნა. "დინამო თბილისის" მცველმა ამ ტურნირზე თავი მეორედ, ისევ გატანილი პენალტით გამოიჩინა.

მეორე ტაიმის 67-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში გიორგი გვასალიას თორნიკე გულიაშვილი ზუსტად დახვდა და 15
-წლამდელთა ნაკრები 2-ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები...
რამაზი
09:31 13-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული