17-წლამდელების თურქეთთან მატჩი უამინდობის გამო შეწყდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის აკადემიის სტადიონზე თურქეთის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა.

დღევანდელ დაპირისპირებას საქართველოს ასაკობრივი ნაკრები 2:1-ს იგებდა, როდესაც 66-ე წუთზე, მატჩის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო (ძლიერი წვიმა და ქარი) შეხვედრა შეწყდა.

17-წლამდე ნაკრებიდან, თურქეთის წინააღმდეგ გოლები - ნიკოლოზ ბედიანიშვილმა და დავით ქელდიშვილმა გაიტანეს.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას, 27 ივნისს, თურქეთთან მეორე ამხანაგური მატჩით განაგრძობს - შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული