U17. საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 1:2 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2.

ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე ალექსანდრე თურქიას გოლით მასპინძლებმა გახსნეს. 33-ე წუთზე მონტენეგროს 17-წლამდელთა ნაკრებმა ანდრეი ცამაის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე დანილო ვუკანიჩმა დააფიქსირა.

საქართველოს და მონტენეგროს 17-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 11 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ინგლისს,
ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული