საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. მე-2 წუთზე მასპინძლები საბა სამუშიამ დააწინაურა. მე-8 წუთზე სტუმრებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს. ვასილიე ადჟიჩის დარტყმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეკარემ, სოსო კოპალიანმა მოიგერია. მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში ანდრია ბულატოვიჩმა დააფიქსირა.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მატჩები
2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge