U17 - საქართველოს ნაკრების ფრე მონტენეგროსთან მეორე ტესტ-მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. მე-2 წუთზე მასპინძლები საბა სამუშიამ დააწინაურა. მე-8 წუთზე სტუმრებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს. ვასილიე ადჟიჩის დარტყმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეკარემ, სოსო კოპალიანმა მოიგერია. მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში ანდრია ბულატოვიჩმა დააფიქსირა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები
2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
სლოვანი - ოლიმპიაკოსის მატჩში ქართული ფეხბურთისათვის ძალიან სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა: "ჩაკამ" მართალია 90-100 წთ ინტერვალში "მუხლები ეკეცებოდა", მაგრამ შემდეგ "მეორე სუნთქვა" გაეხსნა, საგოლე გადაცემაც წამოიწყო და 130 წთ მეტი დრო კი არ გაძლო, არამედ - ითამაშა. პენალტი - ვაპატიოთ, მეტს აღარ იზამს!
ვაჟა მასწავლებელი
01:44 12-08-2022
0
Shemadgenloba vnaxe sa inglisis gundebidan bormutidan da qpr reinjersidan aris ori qartveli fexburteli,vin arian saidan moxvdnen inglishi?
Givi
08:04 12-08-2022
0

სიახლეები პოპულარული