"ფროზინონეს" ახალწვეულ გიორგი კვერნაძის ულამაზესი გოლი საქართველოს თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამაზ სვანაძემ პორტუგალიისა და თურქეთის წინააღმდეგ სათამაშოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორისაა "თელავის" 19 წლის გარემარბი გიორგი კვერნაძე, რომლის შესახებაც ივლისში ვწერდით

აღსანიშნავია, რომ გიორგი 21-წლამდელთა ნაკრებში ერთადერთი დებიუტანტია - სვანაძის თქმით, თინეიჯერმა ფეხბურთელმა აღნიშნული შანსი დაიმსახურა და დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. 

კვერნაძემ 13 სექტემბერს, საქართველოს თასის გათამაშებაში, თბილისის "ლოკომოტივი 2-ის" კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, ეროვნულ ლიგაში კი მიმდინარე სეზონში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. იმედია, სწრაფი, ტექნიკური, კარგი დრიბლინგის მქონე მოთამაშე ქართველი გულშემატკივრის გახარებას შეძლებს. 

 

altგაიცანით სერია A-ს

ქართველი ახალწვეული - ინტერვიუ გიორგი კვერნაძესთან [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 8 /
სერია ა-ს გუნდი ყიდუობს ტიპს და სვანაძს ნარებშ მს ადგლ არ მოძებნა?
ლევან მაღლაკელიძე
04 ივლისი 2023 20:21
0
მართლაც ლამაზი გოლია და წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ ეხლა თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო კომენტატორის დიალოგზე ის რაღაცას ბოდიალობს და ეპიზოდში ერთვება მხოლოდ გოლის შემდეგ. მოკლედ ის დაკარგულია ამიტომ ქართველ კომენტატორების არ ვუსმენ ისინი დინამიკაში ვერ ჯდებიან ინტერესი გიკლავენ
იბერიელი68
17 სექტემბერი 2022 12:02
1
ეს ბავშვი "საბურთალოდან" ამხ. ცეცაძეს გაუგდია - თამაში არ იცისო ! . . . . . . . . . . .
დ.დ.
16 სექტემბერი 2022 22:22
2
ეს თუ ასე თამაშს სტაბილურად გააგრძელებს კვარაცხელიას არ ჩამორჩება.
კახა
16 სექტემბერი 2022 18:17
3
ძალიან მიხარია ყოველი ახალი ამბავი ქართველის წარმატებაზე. იმედია ეს ბიჭი თავის ნიჭს გონიერად წარმართავს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს, როგორც ეს ჯერ ჯერობით მხოლოდ ხვიჩამ და გიორგიმ მოახერხეს. ისე ორივეს მაგალითი დიდი სტიმულია უფრო ახალგაზრდებისთვის რისთვისაც ორივეს მადლობა!
გიორგი
16 სექტემბერი 2022 16:56
2
კვერნაძე კარგი ბიჭია და ძალიან ნიჭიერი. იმედია მალე ეს ბიჭიც გაგვახარებს თავისი თამაშით. წარმატება კვერნაძეს.
G.LA
16 სექტემბერი 2022 15:34
1
უნიჭიერესი ბიჭია.დიდი საფეხბურთო გზა ვუსურვოთ!
მერაბი
16 სექტემბერი 2022 14:30
0
ვახ შენ გენაცვალე! მგონი კვარა მეორე გვეზრდება.
შოთა
16 სექტემბერი 2022 14:27
1

სიახლეები პოპულარული