U21. მოისწრაფიშვილის გოლი, საზონოვის დებიუტი და მარცხი პორტუგალიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის ქალაქ კუვილიაში ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან 1:4 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა საბა საზონოვმა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 სექტემბერს სტამბულში თურქეთთან გამართავს.

კუვილია. "ხოსე სანტოს პინტო"
პორტუგალია - საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ბერნარდო (15), 2:0 სამუელ კოსტა (22), 2:1 მოისწრაფიშვილი (53), 3:1 არაუხო (62), 4:1 სოუსა (76)

საქართველო (სასტარტო): მეგრელიშვილი, კალანდაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, ხარაბაძე, შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი

შეცვლაზე
შევიდნენ: გაგუა, კაპანაძე, ოსიყმაშვილი, გელაშვილი, კვერნაძე, ნ. ხორხელი

მკითხველის კომენტარები / 24 /
7 თამაში არ ქონდა წაგება აქედან 6 მოიგო მაშინ კარგი იყო სვანაძე? შედეგები აქვს და ექნება კიდევ უკეთესი პორტუგალიას რომ უნდა მოვუგოთ აუცილებლად როდიდან ვართ ამხელა სტანდარტზე ასული ძალიან მაინტერესებს
Dito
13:28 25-09-2022
2
სანამ სვანაძე თავისი ოჯახის წევრებს არ მოაშორებს ნაკრებიდან მსგავსი შედეგები იქნება,საუკეთესო ბიჭებს ტოვებს დარცმელია ბულისკირია შერვაშიძე,ხომ უნდა ახსნას რატომ? ამ დროს გამოძახებული ყავს უთამაშებელი ფეხბურთელები.არ მინდა ვიფიქრო რაიმე ფინანსური სარგებელის გამო..
simartle
11:38 25-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული