U21. ჯგუფში ტურნირის ვიცე-ჩემპიონთან - ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 18 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდელთა ევრო 2023-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

A ჯგუფი - საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

B ჯგუფი - რუმინეთი, ესპანეთი, ხორვატია, უკრაინა

C ჯგუფი - ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი - ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან
ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო:

ბათუმი, "ბათუმი არენა": C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
21წლმდე თუ 23მამდე.ზურიკო ხვიჩა მამარდა ლოჩო მგონი არანკლები გუნდი გვეყოლება საზანოვიც ძლიერ ჩანს მოკლედ უნდა ვიბრძოლოდ შედეგებისთვის
მოსეხონელი
19 ოქტომბერი 2022 07:48
1
24 clisaa lochoshvili
Tbilis
19 ოქტომბერი 2022 10:16
0
Ამ გუნდს კვარა მამარდა დავითა დაემატება და ერთერთი ფავორიტია
Tete1234
19 ოქტომბერი 2022 06:31
1
აუფ.რა საშინელებაა!
დავით 67
19 ოქტომბერი 2022 03:43
0
ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრები.
qomagi
19 ოქტომბერი 2022 19:34
0
სულ ერთი თუ ორ ფეხბურთელს აქვს უფლება დაემატოს 21-წლამდელთა ნაკრებს, ასე რომ ტყუილად ნუ გვექნება იმები ჩვენი ნაკრების ლიდერებს ყველას ექნება უფლება ითამაშოს ასაკის გამო. აზაროვი გასაგებია,მაგრამ ლოჩოშვილი???....მგონი უკვე 24 წლისაა..
კვანტალა
19 ოქტომბერი 2022 10:59
0
17-ში და 20-ში ევროპის ჩემპიონატის ორი შესარჩევი თამაში აქვს ეროვნულს გარეთ კვიპროსთან და შოტლანდიასთან.
21-ში, 24-ში და 27-ში ახალგაზრდულის თამაშებია თბილისში. აღარ ვამბობ არაფერს შესაძლო 1/4 ფინალზე და ასე შემდეგ.

სანამ ყველაფრის მოგებას დავაპირებთ აბა ვის აქვს ამ ამოცანის ამოხსნა? ფაქტია რო მამარდაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია (თუ არ გამომრჩა არავინ) ორივე ტურნირზე ვერ ითამაშებენ.
Tengo
19 ოქტომბერი 2022 10:22
0

სიახლეები პოპულარული