U21. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. 27-ე წუთზე გაგუას მიერ მოპოვებული პენალტი გულიაშვილმა ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, სტანდარტულები კარგად გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. უნდა აღინიშნოს მეკარე კუტალაძის კარგი თამაში, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. შეცვლაზე შესულმა სიგუამ 82-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, კონტრშეტევაზე კი მეკარის უხეში შეცდომის შედეგად ნ. ხორხელმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში სვანაძის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს.

შემდეგ შეხვედრას
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 21 ნოემბერს უკრაინასთან გამართავს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84)
გამოუყენებელი პენალტი: გულიაშვილი (27)
გაძევება: სიგუა (82)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87)

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველომ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო თამაშები. საქართველოში ფეხბურთი არ გამოდის
Гиорги
22:29 17-11-2022
1
დროზეა საჭირო ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში, თორემ მომავალ წელს ჩვენს გუნდს იგივე დაემართება, რაც კალათბურთში მოხდა ამ შემოდგომაზე
სიმართლე
15:34 17-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული