რამაზ სვანაძე: ეს მუშა პროცესია - გაძლიერებისთვის დიდი რესურსი გვაქვს

AutoSharing Option
21-წლამდელებს შორის ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ისრაელთან 1:2 დამარცხდა. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ძალიან კარგი, დალაგებული პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი, განსაკუთრებით, გაშვებული გოლის მერე, ფსიქოლოგიურად მოიშალა, უკვე არ სრულდებოდა დავალება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული. ამ კომპონენტზე ბევრი გვაქვს სამუშაო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა გამოცდილების ფაქტორს უნდა გავუსვა ხაზი, რადგან დღეს ბევრი ახალწვეული გვყავდა, ბევრს დებიუტი ჰქონდა, ბევრმა მეორე-მესამე მატჩი ჩაატარა და ყველაფერი უფრო ამით
აიხსნება. საერთო ჯამში, ეს შეკრება ორი შეხვედრისგან შედგება. ახლა მეორე თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადებით. გაძლიერებისთვის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია.

ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლა და წარმატების მიღწევაა. ეს ყველაფერი მიღწევადია, ყველაფერი წინ გვაქვს, ამაზე უარი არავის უთქვამს. მე მესმის გულშემატკივრის, რომ მესამე მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ეს მუშა პროცესია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
წლის ბოლოს ნეტა რომელს გადასცემენ წლის ყველაზე უნამუსო მწვრთნელის ჯილდოს ამას თუ მაისაშვილს?????? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხი ფულის გამო რას არ აკეთებს........ ხო ხედავთ რო თქვენს ხელში რეგრესი აქვთ გუნდებს განა რამდენს იღებთ მაგ ხელფას რომ ასე გაანადგურეთ ნაკრები?!
რონი
11:41 17-11-2022
1
შემდგომ თამაშში უნდა გვანახოთ,რომ ძლიერდებით.შემართება და აგრესიულობა და სულ გახსოვდეთ ვის წარმოადგენთ!
მერაბი
10:59 17-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული