
გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს შეუერთდნენ და დღეიდან საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ კალენდარულ სეზონს, რამაზ სვანაძის გუნდი ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.
წყარო: Nakrebi.ge