U21. ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრებმა სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სამი „ჯვაროსანი“ - მექვაბიშვილი, გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი დაიმატა, მაგრამ მაღალი ტემპერატურის გამო გოჩოლეიშვილმა და წიტაიშვილმა თამაში ვერ შეძლეს. მატჩმა ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონზე იმაზე ნაკლები მაყურებელი მივიდა, ვიდრე წინა შეხვედრაში ისრაელთან.

თავიდან სტუმრებმა შეუტიეს, შემდეგ კი უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მომენტებიც შექმნეს, თუმცა გაგუასა და გულიაშვილის აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბურთს ვერ იჭერდა, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და
გოლიც გაუშვა. მერე შორიდან ხვადაგიანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - უკრაინა 1:1
გოლები: 0:1 კაშუკი (63), 1:1 ხვადაგიანი (70)

საქართველო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მაისურაძე (კაპანაძე 74), მექვაბიშვილი, ნ. ხორხელი (კვერნაძე 58), ნ. გაგნიძე (ო. მამაგეიშვილი 74), გულიაშვილი (ფოცხვერია 90+2), გაგუა (ლ. ხორხელი 90+2)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც ყველაზე მეტა მომეწონა კვერნაძე იყო. გაუგებარია რატომ არ ათამაშა თავიდანვე და საერთოდ რატომ არ არის ძირითადი მოთამაშე ამ ნაკრებში.
არტ
00:25 22-11-2022
2
აზაროვს ძალიან მოკლებულია აქვს, ძალიან ერთფეროვნად თამაშობს, და საერთოდაც ბევრი ხარვეზია აქვს ნაკრებს გადაცემებში
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23:29 21-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული