U21. საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელეკში ამხანაგურ მატჩში ლატვია 1:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელები პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ და გულიაშვილის გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ლამაზი სანახავი აღარ იყო, ანგარიში კი არ შეიცვალა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეტოქემ კომპენსირებულ დროში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

ეს ჩვენი ახალგაზრდულისთვის ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო.

საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: გულიაშვილი (21)

საქართველო: კუტალაძე, კალანდაძე, გელაშვილი, მაისურაძე (კაპანაძე 46), ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, მოისწრაფიშვილი (ფარულავა 46), ლომინაძე, გულიაშვილი (ჯინჯოლავა 71), კვერნაძე, გაგუა (ლომთაძე 59)

მკითხველის კომენტარები / 5 /
სვანაძე ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია,ძალიან ცუდი შედეგი ექნება..ბიჭებთან ურთიერთობაც ეშლება,ამ შეკრებაზე მხოლოდ უსიამოვნო საუბრებით გამოირჩეოდა..ფედერაცია რატომ არ რეაგირებს გასაკვირია? გარდა ამ ყველაფრისა პოლიტიკურ განცხადებებსაც არ ერიდება..გასაკვირია კიდევ ამ ნაცების მხარდაჭერა…
jani
00:24 27-03-2023
9
axalgazrdulma tyaraferi shecvala am tamashit shansi nolia eveopaze.svanadzes urchev cota fartod gaaxilos tvalebi
Qartveli
22:56 26-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული