ქართველი ფეხბურთელები პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ და გულიაშვილის გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ლამაზი სანახავი აღარ იყო, ანგარიში კი არ შეიცვალა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეტოქემ კომპენსირებულ დროში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.
ეს ჩვენი ახალგაზრდულისთვის ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო.
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: გულიაშვილი (21)
საქართველო: კუტალაძე, კალანდაძე, გელაშვილი, მაისურაძე (კაპანაძე 46), ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, მოისწრაფიშვილი (ფარულავა 46), ლომინაძე, გულიაშვილი (ჯინჯოლავა 71), კვერნაძე, გაგუა (ლომთაძე 59)