რამაზ სვანაძე: დარწმუნებული ვარ, ფინალურ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიელი თანატოლები 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ. კარგია განწყობისთვის და ზოგადად, ნაკრების დონეზე გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, თამაშს დავყოფდი 2 ძირითად ნაწილად - პირველი ტაიმი, სადაც ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, იყო მეტი გატანილი გოლი და მეორე ნახევარი, სადაც მეტოქე უფრო აგრესიული გახდა და შედარებით გაგვიჭირდა.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩვენ მათ დიდი ხანია ვაკვირდებით. ბევრი მათგანი საქართველოში თამაშობს, სა
დაც აქვთ სისტემატური სათამაშო პრაქტიკა და ამიტომ მათ მიეცათ შანსი. ჩვენც, ბუნებრივია, გვაინტერესებდა, როგორ გაართმევდნენ ისინი თავს სანაკრებო დონეზე დაკისრებულ მოვალეობას.

თვითონ განვლილ პერიოდს რაც შეეხება, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, იდეალურ გარემოსა და იდეალურ პირობებში მოგვიწია ერთი კვირის გატარება. აქცენტი უფრო გადატანილი გვქონდა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე და დღევანდელი მატჩიც შესაბამისი იყო, ვგულისხმობ ტაიმებს შორის სისტემის ცვლილებას. საერთო ჯამში, შეკრებით კმაყოფილი ვართ. ერთადერთი სამწუხარო იყო ის, რომ ტრავმის გამო გუნდს შოთა ნონიკაშვილი და ნიკოლოზ ხორხელი გამოაკლდნენ და მათ ვერ შეძლეს დღეს მოედანზე გასვლა - ბიჭებს მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდებით გაძლიერებას, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ურთულეს ჯგუფში ვართ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სრულ მზადყოფნაში შევხვდებით ფინალურ ეტაპს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
საზანოვი და გაგნიძე დაიმატე აუცილებლად ... სხვებს ალბათ არც გამოუშვებენ
bejo
08:35 27-03-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული