16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს, 4-დან 9 აპრილის ჩათვლით, სან-მარინოს კომუნა - აკვავივა უმასპინძლებს.

გიორგი ჩიტაურის გუნდი სან-მარინოში მონტენეგროს, სლოვენიას და მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდელთა ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე უეფას 16-წლამდელთა გუნდების განვითარების თასს საქართველომ უმასპინძლა, რომელიც გიორგი ხიზანიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მატჩების განრიგი

4 აპრილი | 13:00 - მონტენეგრო V საქართველო
6 აპრილი | 17:00 - სან-მარინო V საქართველო
9 აპრილი | 12:30 - სლოვენია V საქართველო

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი კვიპროსში გასამართ
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო უმასპინძლებს.

U16 | შემადგენლობა

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), ვანო ბახუტაშვილი (35-ე სკოლა)

მცველები: ოთარ ჯაოშვილი (სელერო), სანდრო ამისულაშვილი (საბურთალო), მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), დაჩი გოგოლი (სელერო), საბა ხაჩიძე (სელერო), ლუკა ლაშხია (მარტვილის მერანი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), გიგა ნიკვაშვილი (საბურთალო), სანდრო რატიანი (საბურთალო), საბა ნიორაძე (სელერო), დავით ნახუცრიშვილი (სელერო), ლუკა კვაშილავა (კოლხეთი ფოთი 1913), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ნიკა დანელია (მარტვილის მერანი).

თავდამსხმელები: გიორგი ფერაძე (სელერო), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), გიორგი ჭეხანი (სფფ-ის ზუგდიდი აკადემია).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული