უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული (21-წლამდელთა) ჩემპიონატი საკმაოდ მოგვიახლოვდა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ტურნირს მასპინძლის სტატუსით ხვდება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძის მხრიდან შემადგენლობის გამოცხადებას ველით, მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ევროფურუმზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეროვნული ნაკრების იმ მოთამაშეებსაც, რომლებიც 2000 წელს და შემდეგ არიან დაბადებულნი. ვინ არიან ასეთები? - ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი... ეს სამწვრთველო შტაბისთვის სერიოზული გამოწვევაა და ამაზე ადრეც
დავწერეთ. 21-წლამდელთა ნაკრებში ახლა გარკვეული ბირთვი თამაშობს, ტურნირის წინ და მის პროცესში ახალი და ამ დონის ფეხბურთელების ჩართვას გარკვეული დრო და შეთამაშება სჭირდება. ამას ისიც ემატება, ეროვნული ნაკრები 17 და 20 ივნისს კვიპროსსა და შოტლანდიაში თამაშობს, ახალგაზრდების პირველი დაპირისპირება კი 21 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგაა. მთავარ მწვრთველებს შორის კომუნიკაცია იქნება, თუმცა ეროვნული გუნდს რომ პრიორიტეტი აქვს, ეს ფაქტია.

Sportall.Ge

ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. გასაგებია, გულშემატკივრებს სურთ, ერთი მხვრივ, მისი თამაშით სიამოვნება მიიღონ, ამავდროულად კი ამით ჩვენი 21-წლამდელთა წარმატების შანსი გაიზარდოს, მაგრამ ეს საკითხი გაცილებით რთული და კომპლექსურია. "კვარას" ძალიან წარმატებული და დატვირთული სეზონი აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს უნდა ულიდეროს. ის განაცხადში რომ იყოს და ახალგაზრდულს ამის შემდეგ შეუერთდეს, 24 (ბელგიასთან) და 27 (ნიდერლანდებთან) ივნისს ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას მოახერხებს (იმედია, პლეი-ოფშიც გავალთ), თუმცა იოლი მისახვედრია, ამით ხვიჩას სეზონის მიწურულს როგორ გადავტვირთავთ. ყველაფერ ამის წინაათმდეგი კლუბებიც არიან და არაერთი მოთამაშის შესახებ ვიცით, რომელთაც
ახალგაზრდულ ფორუმებზე გამოსვლაში ხელს უშლიან. "ნაპოლიმ" გასულ წელს სეზონისთვის მზადება ივლისიდან დაიწყო და "კვარას" ძალების სრულფასოვანი აღდგენის საშუალება უნდა ჰქონდეს.

Sportall.Ge

საინტერესოა, სხვების შემთხვევაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მომავალ ევროფორუმზე წარმატებული გამოსვლა ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება, როგორც ვილი სანიოლს, ასევე რამაზ სვანაძეს სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი უკვე ნაკრების ძირითადი კიპერი გახდა, მისი ახალგაზრდული ნაკრებისთვის დათმობა და უფროსი "ჯვაროსნების" კარში გამოცდილი გიორგი ლორიას დაბრუნება თითქოს ის ნაბიჯია, რისი მიღებაც უფრო თამამად შეიძლება, მაგრამ ამაზე წერა გაცილებით იოლია.

თუკი მეკარეზე ვისაუბრებთ, "მამარდას" არყოფნის შემთხვევაში, აქ თბილისის "დინამოელი" ლუკა კუტალაძე უნდა ვიხილოთ. ლაზარე კუპატაძის გადაბირების შემდეგ, "საბურთალის" რიგებში თორნიკე მეგრელიშვილს დრო აღარ ეძლევა და მისი სანაკრებო შანსი ნაკლებია.

Sportall.Ge

დაცვის ხაზში ეროვნული ნაკრების ორ კანდიდატზე დაყრდნობაა შესაძლებელი - ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და მარცხენაფლანგელი ირაკლი აზაროვი. 21-წლამდელებში ამ პოზიციებზე ძირითადად, თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" წევრებს ვხედავთ.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი სირთულე ნახევარდაცვაში აქვს - გუნდის კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი საკმაოდ დიდი ხანია, რაც ტრავმირებულია. ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ბექა დარცმელიას არ უთამაშია. ტრავმირებულია შოთა ნონიკაშვილიც.

Sportall.Ge

ახალგაზრდული ნაკრების მნიშვნელოვანი წევრია გიორგი მოისწრაფიშვილი (თბილისის "დინამო). რაც შეეხება მათ, ვისაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ. 17 წლის გაბრიელ სიგუა დიდი ალბათობით, სვანაძის სიაში უნდა ვნახოთ, რუსეთში მოთამაშე ლუკა გაგნიძის მიმართ კი მწვრთნელს ამჟამად რა დამოკიდებულება აქვს, არ ვიცით.

გიორგი მიქაუტაძე დიდებულ ფორმაშია და ის ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან მოუხდებოდა. "მეცის" ფორვარდმა მანამდე ეროვნული ნაკრების მაისური უნდა მოირგოს და იქნება თუ არა უმცროსი "ჯვაროსნების" განაცხადში, ამას მალე გავიგებთ. სავარაუდოა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი 21-წლამდელთა რიგებში აუცილებლად იქნება, ის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ინგლისელ თანატოლებთან მისი შედევრი კარგად გვახსოვს. სხვებზეც ვთქვათ - გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გაიტანა) და მისი გამოცდილება ძალიან გამოსადეგი იქნება. ზურიკო დავითაშვილს შეუძლია, მომავალი ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდეს, თუმცა განაცხადი ჯერ ცნობილი არაა.

Sportall.Ge

ახალგაზრდულ ნაკრებს ბოლოს "სარაევოში" მოასპარეზე გიორგი გულიაშვილი კაპიტობდა, რომელმაც ლატვიასთან გამარჯვების (1:0) გოლი გაიტანა. გუნდშია სხვა შემტევებიც - ესპანეთში მოთამაშე გიორგი გაგუა, იტალიელთა ყურადღების ცენტრში მყოფი, ბათუმის "დინამოელი" გიორგი კვერნაძე, რომელმაც უკრაინელ თანაგუნდელებს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა, ასევე ძმები ნიკა და ლუკა ხორხელები "სამგურალიდან"...

კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, 2023 ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. შეხვედრები "დინამო არენაზე", "მიხეილ მესხზე", ქუთაისის "რამაზ შენგელიასა" და "ბათუმი არენაზე" (მათ შორის, ფინალი) ჩატარდება.

altინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

alt"მაკდონალდსი" UEFA-ს 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა

alt 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი და ლოკაცია გადანაწილდა

მკითხველის კომენტარები / 62 /
აუცილებლად ხვიჩამაც ზურიკომ მიქაუტაძემ და ყველამ ვინც კი გააძლიერებს და მოიმატებს შანსი შედეგი დაიდოს თუ ფიზიკურ გადაღლაზეა საუბარი შესაძლებელია შეცვლაზე შეშვება რატო უნდა გავანიავით შანსი სერიოზულ შედეგს მივაღწიოთ თანაც ფეხბურთი გულშემატკვრებისთვისაა პირველ რიგში და პატივისცემას იმსახურებს.
კახა
00:15 12-05-2023
0
მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას, მათ მარკეტინგის გუნდს და ტურნირის ორგანიზატორებს: თუ გსურთ ბილეთები კარგად გაიყიდოს და ტურნირს პრესტიჟი შეემატოს, უზრუნველყავით რათა კვარამ (და ეროვნულის სხვა ბიჭებმაც) აუცილებლად ითამაშოს! ხალხი მისი გულისთვის ბოლო კაპიკებს გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ნახევრად სავსე/ნახევრად ცარიელ სტადიონს ჩვენი ნაკრების მატჩებზე, ხოლო სხვა გუნდების თამაშები ძალიან მცირერიცხოვანი მაყურებლის თანდასწრებით ჩაივლის!
სიმართლე
18:02 10-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული