U15 | საქართველოს ნაკრებმა კვიპროსს სძლია

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა, სადაც 15-წლამდელებმა კვიპროსელი თანატოლების დამარცხება შეძლო - 2:1.

15-წლამდე ნაკრებიდან მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე, შოთა დიაკონიძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის მიერ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

პირველი ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ხოლო მეორე ტაიმის 56-ზე, კობა კაკაშვილის გადაცემის შემდეგ, ლუკა ჯაბუამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, სამთა ტურნირის ბოლო შეხვედრას, 12 მაისს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

12 მაისი
| სომხეთი V საქართველო | 16:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ase naqebi interis academia da plius dinamos academia,saburtalodan... wakvanili bavshvebi da latviastan 0-2 !!!!! Kviprostan ris vaivaglaxit mogeba?!....
Givi
12:04 11-05-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული