"ნაპოლიმ" კვარაცხელიას რეკლამაში ჩართვა გააპროტესტა? - როგორ იმოქმედებს "კოკა კოლა"?

AutoSharing Option
კარგად მოგეხსენებათ, რომ 21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. "კოკა-კოლა" ეროვნული ნაკრებისა და ხსენებული ტურნირის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული. პირველი ეტიკეტის ბეჭდვაზე ხვიჩა კვარაცხელია ვიხილეთ, რასაც სხვა მოთამაშეებიც მოჰყვა. თუმცა, ცნობილი ამბავია, რომ ნეაპოლური კლუბი საკუთარი ფეხბურთელების რეკლამაში ჩართვას მკაცრად აკონტროლებს. კლუბის პრეზიდენტი მათ უფლებას არ აძლევს, სარეკლამო თანხა დამოუკიდებლად გამოიმუშავონ, რის გამოც კონფლიქტები არაერთხელ გვინახავს.

Goal.ge-ს თანახმად, "ნაპოლიმ" პროტესტი უკვე გამოთქვა, რის გამოც შესაძლოა, "კოკა კოლას" ბოთლები კვარაცხელიას
გამოსახულებით ვეღარ ვიხილოთ.

შეგახსენეთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება, ჯგუფში კი ბელგიელები და ნიდერლანდელებიც არიან.

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

alt 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი და ლოკაცია გადანაწილდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჭყონია მაგარი თავხედი ვიღაცაა,სხვას ხელს უშლის საქმის გაკეთებაში მაგალითად ეგეთი სასმელი იყო KAI მაგან შეუშალა ხელი კოკა კოლას მერჩივნა მილიონჯერ....თვითონ კი სარგებლობს
ჯუბა
18 მაისი 2023 07:29
1
ამხელა კომპანიამ უნდა იცოდეს აგEტი რაღაცეები !
რობი
17 მაისი 2023 16:59
0
კოკა-კოლას, პეპსის, სხვა ტკბილი და ენერგეტიკული სასმელების რეკლამა სპოტრსმენისთვის, არ არის სწორი. ტყუილად არ გაუწევია საჯაროდ კრიშტიანუ რონალდუს კოკა-კოლას ჭიქა გვერდით.
ჯარჯი
16 მაისი 2023 19:22
16
მისი დამკცეთი არ იყო და მიტომ ქნა
ნოდო
17 მაისი 2023 15:46
0
სხვათაშორის რონალდომ რაც გააკეთა სხვანაირად დავფიქრდი და იმის მერე აღარ მიყიდია გაზიანი ტკბილი სასმელები. მინიმუმ ჩემ ცხოვრებაზე და ქცევაზე მოახდინა დადებითი გავლენა
Gia
17 მაისი 2023 01:26
1
ხვიჩას ადგილზე მივბაძავდი საკუთარ კუმირს-რეკლამაზე რო არაფერი ვთქვათ
BOSS
16 მაისი 2023 19:04
15
კუმირი არა ლევანა ბერძენიშვილი :)))))))))))
Umberto
16 მაისი 2023 23:50
12
თვითონ სასაცილო ხელფასს უხდიან და ფეხბურთელებს,ნაკრების სახელით რეკლამაში მონაწილეობასაც უკრძალავენ?!იქით აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ ვიყიდი,თუ ნაკრებში თამაშზე უარს არ იტყვიანო...!ერთი სიტყვით,დე ლავრენტისმა ბრჭყალები გამოაჩინა!რა ვიცი,ისე არ მოხდეს,რომ მომავალ სეზონში,ხვიჩა,ოსიმენი და ანგისა ვეღარ ნახოს,თავის გუნდში!
სოსო
16 მაისი 2023 18:15
4

სიახლეები პოპულარული