მომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება. "მომავლის ვარსკვლავები იწყებენ დღეს" - ერთ დროს ამ ტურნირის დევიზი იყო, თუმცა თანამედროვე ფეხბურთსა და სამყაროში პერსპექტიულ მოთამაშეებს ადრევე ამჩნევენ. თანაც, ტურნირში მონაწილეობის უფლება 2000 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულებს შეუძლიათ, ისინი კი ახლა 23 წლისაც არიან.

SPORTALL.GE მომავალი გათამაშების შესახებ, რომლის ფინალიც ბათუმში გაიმართება, წერილებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჟამად კი წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალი ვარსკვლავების სტატუსით არიან და დიდი შანსია, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, ჩვენს
ჯგუფში პორტუგალიელი, ნიდერლანდელი და ბელგიელი თანატოლები არიან. რამაზ სვანაძის გუნდის განაცხადი ჯერ ცნობილი არაა. დიდია შანსი (სიაში ყოფნის შემთხვევაში), ტურნირის "მთავარი კაცი" ხვიჩა კვარაცხელია იყოს...

Sportall.Ge

ვიტინია (პორტუგალია)

23 წლის ვიტინია პსჟ-ს მშვენივრად მოერგო, ძლიერი საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში შეუძლია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

ვიტინია მანამდე "პორტუსა" და "ვულვზში" გვახსოვს, 2022 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ.

P.S. ვიტინია ეროვნული ნაკრების 26-კაციან განაცხადში შეიყვანეს.

Sportall.Ge

ფაბიო კარვალიო (პორტუგალია)

"ლივერპულის" შუახაზელი "ფულემში" გამორჩეული იყო და მისგან მეტს ელოდნენ, თუმცა ტრავმებმა საკმაოდ ბევრი დააკარგვინა. სულ ორი გოლი გაიტანა, ბოლოს კი 2022 წლის 23 დეკემბერს, "მანჩესტერ სიტის" კარი აიღო. თუ ის მომჯობინებასა და ძალების აღდგენას შეძლებს, 20 წლის შუახაზელი მეტოქისთვის სერიოზული ძალა იქნება.

Sportall.Ge

გონსალო რამოში (პორტუგალია)

მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდო სანტუშმა კრიშტიანო რონალდოს დასვენება და სასტარტოში "ბენფიკაში" მოთამაშე, 21 წლის რამოშის დაყენება რომ გადაწყვიტა, ამას კრიტიკა მოჰყვა, გონსალოს კი შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა. მას პორტუგალიაშიც ბევრი გააქვს, მოწინააღმდეგეთა კარი 19-ჯერ აიღო.

P.S. რამოში ეროვნული ნაკრების 26-კაციან განაცხადში შეიყვანეს.

Sportall.Ge

ჯერემი ფრიმპონგი (ნიდერლანდები)

"ლევერკუზენის" 22 წლის უკანახაზელს გამორჩეული სეზონი აქვს - საიმედო თამაში დაცვაში, გოლები, "ასისტები". მისი და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირება (თუკი შედგა) ფლანგზე ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს.

P.S. ფრიმპონგი სიაში არ შეიყვანეს.

Sportall.Ge

რაიან გრავენბერხი (ნიდერლანდები)

"აიაქსიდან" "ბაიერნში" გადაბარგებული გრავენბერხი მიუნხენურ გრანდში სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არაა, თუმცა 21 წლის საყრდენს დიდი რესურსი აქვს, ამას ყველა ხედავს.

Sportall.Ge

იურიენ ტიმბერი (ნიდერლანდები)

"აიაქსის" ცენტრალურ მცველს "ნაპოლიში" კიმ მინ ჯეს მემკვიდრედაც მოიაზრებენ. 21 წლის ტიმბერი საიმედო მოთამაშეა, ეროვნულ ნაკრებშიც გამოდის და სატრანსფერო ფასიც მაღალი აქვს.

P.S. ტიმბერი ეროვნული ნაკრების 26-კაციან შემადგენლობაში შეიყვანეს.

Sportall.Ge

ასტერ ვრანკი (ბელგია)

20 წლის ნახევარმცველი "მილანის" სათადარიგო გუნდშია და სერია "ა"-ში ცოტა დრო ეძლევა, თუმცა 20 წლის მოთამაშეში დიდ მომავალს რომ არ ხედავდნენ, ის აქ არ იქნებოდა!..

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

alt 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი და ლოკაცია გადანაწილდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
საზონოვის და განსაკუთრებით გაგნიძისნაირი ფეხბურთელების არ გამოყენება იქნება ? იმის გამო რომ რუსეთში თამაშობენო (!!!) რაა ბევრი გვყავს გაგნიძისნაირი მებრძოლი და ძლიერი საყრდენი ახალგაზრდულში კი არა ძირითადშიც ? სვანაძე შეეშვას ერთი ადგილის თამაშს და ურაპაწრიოწობას ან გააპანღურონ სანამ დროა ! მითუმეტეს როგორც ამბობენ მარტო რუსეთში მოთამაშებთან კი არა სხვებთანაც არ აქვს მთლად კარგი ურთიერთობა და ასეთი გუნდით ასეთი "მწვრთნელის" ხელში არანაირი შანსები არ გვექნება და თუ ფედერაციამ დატოვა ისევ მაშინ ჯობია ხვიჩაც ზურიკოც და მიქაუტაძეც და გაგნიძე-საზონოვიც ძირითად ნაკრებში გაუშვან !
zura222
21:11 29-05-2023
6
თუ ის არაფრისმაქნისი სვანაძე არ გაუშვეს კვარა და მიქაუტაძე კი არა მესი და რონალდუც ვერ გვიშველიან ! არ ვიცი რა დამსახურებისთვის დანიშნეს ეგ "მწვრთნელი" @ თუმცა დაახლოებით ვხვდები--ძმაკაცობა-ახლობლობა-მეზობლობით @@@
zura222
20:57 29-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული