"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."
შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.
სანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!
1. კვარა არ არის პატრიოტი და არუნდა ნაკრებში თამაში.
2. კი უნდა მაგრამ გადაიღალა, რობოტი ხომ არაა უნდა გავუგოთ.
3. ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპეციალურად მოტეხა, რადგან თავისიანების ჩასმა უნდათ ძირითადში და კვარა ხელს შეუშლიდათ.
4. კვარა არ არის შეთამაშებული ახალგაზრდულ გუნდთან და მათთვის ხელი რომ არ შეეშალა, თავად თქვა უარი.
აი ძირითადად ეს ვერსიები ტრიალებს. სიმართლე მხოლოდ ისაა, რაც კვარამ თავად დაწერა.
სურვილი აქვს მაგრამ რთულია გადაბმულად თამაში ასეთი მაღალი დონის და დატვირთვის ტურნირზე.
ხომ შეიძლება ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძებოთ და უბრლოდ დავიჯეროთ რაც დაპოსტა?
საქართველოს ნაკრებს ან ქართველ გულშემატკივარს მადლობის მეტი ამ ბიჭისთვის რამე ეთქმის?
სტადიონები რომ გარემონტდეს?
არ მითხრათ ეხლა იმოდენა აუდიტორია ყავს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებსო.
ყველას იქ უნდა ეთამაშა და შედეგი უნდა დაედოთ თუნდაც ოთხეულში მოხვედრა.
ეხლა არ მითხრათ ამ ბიჭებს ეგ არ შეეძლოთო.
ტუ ეგრეა საერთოდ დიდ ნაკრებთანაც რა პრეთენზია გვაქ?
პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნის წარმოჩენა შედეგით და არა სტადიონებით და ინფრასტრუქტურით.
კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი ნათელი მაგალითია....