"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."
შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.
სანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!
პ.ს. ვერ არ ქვია ამას!!!
მორჩა და გათავდა, იყბედეთ რამდენიც გინდათ
ასევე ხვიჩამ ალბათ იფიქრა ქართველები თუ როგორი მომთხოვნი ვიქნებოდით მის მიმართ და ასე გადაღლილი ფეღბურთელისთვის ასეთი პასუხის მგებლობის აკიდება მითუმეტეს ასეთ ასაკში ნამდვილად არ არის ადვილი და ამასთან ასეთ გადაღლილს რომ არგამოსვლოდა თამაში მერე დავიწყებდით ნაპოლში თავს იკლავდა და ჩვენთან თავს ინახავსო და მსგავს კომენტარებს ამიტომ მე მესმის ხვიჩაში და ვიგებ :)