"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."
შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.
სანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!
ყველას უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში ჩემი აზრით.
ეხლა გამოვა ისე რომ ვერც იმ ორ შეხვედრაში დავდებთ კარგ შედეგს (არ წაგება არ ითვლება შედეგად) და ვერც ახალგაზრდული.
მაგრამ ამ თემის მოგვარებას ხომ ცოტაოდენი ტვინი და ერთი ადგილი ჭირდება...
Qarveli ara :)
წარმატებები ხვიჩას, ქართულ ფეხბურთს და ყველა ქართველს.
დიდება საქართველოს!
პ.ს. იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ცუდი ჩაიდინა, უბრალოდ არ არის საჭირო ზედმეტი გალამაზება სიტუაციის. ადამიანმა თქვა რომ გადატვირთული რეჟიმის გამო არ ითამაშებს.