მასპინძლის სტატუსის (უკვე გამარჯვებისაც) მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ფავორიტად არ მიიჩნევა და
როცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს აქვს და 3 ქულა შენ გრჩება, ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იღბალიც ჩვენ მხარეს იყო, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზება შეძლეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მუდამ პრობლემური იყო. პორტუგალიელების მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოვიყენეთ, თავად კი ლაფსუსები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილის თამაში უნდა გამოვარჩიოთ. ჯგუფის სხვა შეხვედრებში მხოლოდ ამის ხარჯზე გამარჯვება გაგვიჭირდება და კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, ჩაშლის გარდა, შეტევების განვითარებაზე ფიქრი მეტად დასჭირდება. სვანაძემაც თქვა, რომ მომდევნო მეტოქეზე ფიქრი გუნდმა მალე უნდა დაიწყოს - ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ პირველი მატჩი მოვიგეთ!
მეორე გატანილ გოლზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ზედიზედ მეორე მატჩია (კვიპროსთან ამხანაგურის შემდეგ), გიორგი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ ტანმაღალ მცველს გოლი გააქვს. ამჯერად ეს საბა საზონოვი იყო. ჩაწოდების მომენტში კარგად ჩანდა, რომ მოსკოვის "დინამოს" მცველს ახლოდან არ ეთამაშებოდნენ, თუმცა ეს მაინც არ აკნინებს იმას, რომ კუთხურებს გოლად ვაქცევთ. ცუდად არც მოწინააღმდეგის სტანდარტულებისას გამოვიყურებით. ესაა პრობლემა, რომელიც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებში ძალიან საგრძნობი იყო. ასე რომ, არის რაღაც, რაც შესაძლებელია, ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულისგან გაითვალისწინოს.
გიორგი გაგუაზე ადრეც დავწერეთ. ის თანამედროვე ფორვარდია, კარგად მოძრაობს, ზონებს ათავისუფლებს, ორთაბრძოლებს იგებს. ესპანეთში მოთამაშე ქართცელს აქამდე ნაკრებში გატანილი არ ჰქონდა და კარგია, ეს მოახერხა - "ასისტების" დუბლის ავტორ წიტაიშვილის პასი, ცოტა მეტოქის დახმარებით, გოლად აქცია.
მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთ საკითხში უნდა შევაქოთ. დაინახა თუ არა კონკრეტული პრობლემები, ცვლილება მაშინვე განახორციელა და მარცხენა ფლანგი ეროვნულიდან დაბრუნებული ირაკლი აზაროვით გააძლიერა. ის ბიჭები, რომლებმაც წინა დღით შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს 21-წლამდელებს შეუერთდნენ, ქების ღირსნი არიან. მატჩის ბოლოს მწვრთნელის მხრიდან საინტერესო ტაქტიკური ცვლილება ვნახეთ, როცა იერიშებზე აქტიურად მოფიქრალ გუნდთან კონტრშეტევების გამოყენება გიორგი გოჩოლეიშვილის სისწრაფის ხარჯზე ვცადეთ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მეტოქე კაცნაკლული დარჩა.
საინტერესო იყო, რომ ვიგებდით, მაინც ბევრი ცვლილება ხორციელდებოდა და მოედანზე შემოსულები ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. ეს კარგად დაბალანსებულ შემადგენლობას ნიშნავს. ახლა დილემა ისაა, გამარჯვებული სასტარტოდან, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის, რამდენი ცვლილება უნდა გაკეთდეს. გიორგი მამარდაშვილსა და ლუკა გაგნიძეს ჯერ არ უთამაშიათ, ზურიკო დავითაშვილი კი მხოლოდ ცვლილებაზე შემოვიდა.
1-ელი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ბელგიელებს 24 ივნისს (20:00 სთ) დავუპირისპირდებით. მათი შემადგენლობიდან ყველაზე ცნობილი "მილანელი" შარლ დე კეტელაარია.
U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]
რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება
დღეს ან ფრეა ან მოგვიგებს ბელგია.
სულ მალე მოხდება ის, რაც მოხდა ლორიასთან მიმართებით. ეს პერსპექტიული ბიჭები ჩაანაცვლებენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. თუ U21-ის ნაკრები შორს გავა და ბიჭები კარგ კლუბებში გადავლენ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, კვერკველია და სხვები სათადარიგოებში გადაინაცვლებენ, რადგან ბუნებრივი სელექციის პრინწიპი, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს ეფუძნება, მოხდება!
ასე, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს პრესით თუ ტელევიზიით რომ გაქვს მხარდაჭერა და ცალკე მწვრთნელი მხარდაჭერას გიცხადებს და მაინც გაუგებარ შიშებს მოუცვიხარ და ამის გამო ვერ ვითარდები, დასრულდები. ასეა ეს, რაოდენ პესიმისტურად არ უნდა ჟღერდეს...
-სად არიან სკაუტები,ან გაგუას რა უნდა სეგუნდა 2ში