"არ გვჭირდებოდა, ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უნდოდა და ნაწყენი იქნება" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ კუჩერმა საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ჩვენებური ჯერ კიდევ კიევის "დინამოს" საკუთრებაა და იჯარით სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" ირჯება. წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და თუ კუჩერს დავუჯერებთ, გამოძახებას ეროვნული ნაკრებიდან ელოდებოდა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია და საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

"როგორც ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში თამაშობს, უკრაინასთან დაპირისპირებაში წიტაიშვილიც ძალიან მოტივირებული იქნება.

ფეხბურთელებს ასეთი თვისება აქვთ - რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა, იმ ქვეყნის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება, რომ თავისი შესაძლებლობების 100% აჩვენოს.

გიო
განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება და მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ის შეეცდება თავი ძალიან გამოიჩინოს.

განაწყენებულია თუ არა ის უკრაინაზე? - ამის შესახებ მას უნდა შეეკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით, წყენა ჯერ კიდევ რჩება. ის უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებას ელოდებოდა, ეს ვერ მიიღო და ამიტომ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

ვფიქრობ, წიტაიშვილი არც გვჭირდებოდა, ჩვენ გვყავს ნაზარენკო და ჰუცულიაკი, რომლებსაც შეუძლიათ კარგად წარმოადგინონ ჩვენი ეროვნული ნაკრები", - ციტირებს კუჩერს უკრაინული NV.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიშასავით ყოფილა. უკრაინაში ძვალი რო არ გადაუგდეს "სამშობლოში" დაბრუნდა
1
მოდი სიმღთლეს თვალი გავუსწოროთ რა. წიტაიშვილი საშუალო დონის მოთამაშეა. მითხარით რატომ უნდა იყოს გულმოსული მწვრთნელზე და ვინ უნდა ჩაანაცვლოს ნაკრებში? ახლა ექნება ალბათ შანსი და ვნახოთ. კი თამაშობს მაგრამ არასტაბილურია.
თენგიზ
19:43 13-10-2024
2

სიახლეები პოპულარული