რამაზ სვანაძე: ეს მენტალური მდგომარეობის დამსახურებაა

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპირველობის მეორე ტურში ბელგიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის (2:2) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"პირველი ტაიმი მაგალითი იყო იმის, როცა დისციპლინა გვაკლდა, პრობლემები გვექმნებოდა, თანაც ძლიერ გუნდთან. რაც შემდეგ განვითარდა, ეს მენტალური მდგომარეობის დამსახურებაა. საერთო ჯამში, ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. არაა მარტივი, ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იყო. პირველი ტაიმი დიდი გამოცდილება იყო. გრანდებთან თამაშს შეჩვეული არ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ ყველაფერი.

როცა არსებობს რწმენა და პატივისცემა, არის შანსი, ნებისმიერი მატჩი გადაარჩინო. დამატებითი ფაქტორია
ის, რომ ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და თავაწეული უნდა დავტოვოთ მოედანი. კარგია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. ნიკა გაგნიძის ტრავმის სირთულეზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ერთი შეხედვით რაც ჩანს, მარტივი მდგომარეობა არაა.

არ ყოფილა შემთხვევა, მოედანზე იმ ფიქრით გავსულიყავით, რომ ფრე მისაღები შედეგია. თუმცა, არსებობს სატურნირო მდგომარეობა. თანაც, ნიდერლანდების ნაკრები ძლიერი გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
თქვენ ქვეყანა გააბედნიერეთ უფალი გფარავდეთ
ზზზზ
20:14 28-06-2023
0
წარმატებები თვითეულ თქვენ განს ტოპ ხუთში გეთამაშოდ ბიჭებო .ოლიმპიადაზე წავალთ იმედი გვაქვს ყველას.უბრალიდ კვარა და მიქაუტაძესაც მოუნდებათ იქ თამაში და არ უქნებით მართლები ვინც აქამდე მოგვიყვანა ის ბიჭები დატოოთ და ეგენი წაიყვანოთ.კვარასაც და მიქაუთაძესაც წარმატებით და ღმერთი ფარავდეთ ორივე მომწონს კარგები არიან მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეგრე ვფიქრობ რობცოდოა ვინმე რო დატოოო
ზზზზ
20:10 28-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული