U21. დასწრების ახალი რეკორდი და მომავალი მატჩიც "დინამო არენაზე"

AutoSharing Option
როგორც იცით, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ბელგიის შეხვედრაზე 21-წლამდელთა ევროპირველობებზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი დაფიქსირდა - "დინამო არენაზე" თამაშზე 41 887 მაყურებელი იყო. მესამე ტურში ნიდერლანდებთან შეხვედრაში კი რეკორდი გაუმჯობესდა - 43 043.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ჩვენი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩსაც "დინამო არენაზე" გამართავს:

"საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1-ელ ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში,
პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. პირები, რომლებსაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე – 30 ივნისს, იმავე კატეგორიის განახლებულ ბილეთს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
სად დაიკარგა 10000 ბილეთიანი მაყურებელი? გადამყიდველები არიან ქართული ფეხბურთის მესაფლავეები, ვაჭრუკანა ხალხი, რომელთაც არანაირი არც სიყვარული და არც პატივისცემა არ გააჩნიათ ხალხისა და ქვეყნის მიმართ, რა თვალით უნდა შეხედოს თავის შვილს ან ოჯახის წევრს, მეგობრებს, რომ გასყიდი ბილეთები დარჩა იმიტომ, რომ თავის სიხარბეს ვერ სძლია, საზიზღრობაა ასეთი ქმედება
ზვიადი
28 ივნისი 2023 13:57
0
მეგობრებო, ერთი რამ მაინტერესებს. თეორიულად შესაძლებელია რომ კვარამ და მიქაუტაძემ შემდეგი თამაში ითამაშონ? თუ აღარ არიან განაცხადში?
ალექსა
28 ივნისი 2023 11:36
4
სირცხვილია ორჯერ გამოცხადება ყველა ბილეთი გაიყიდაო და სადღაც 10 ათასზე მეტი ბილეთი ჰაერში კიდია. ვინმე ამაზე რეაგირებას არ აკაეთებს? უნდა აიკრძალოს 2 ბილეთზე მეტის გაყიდვა და ეს გაუძნელებთ გადამყიდველებს ბოროტმოქმედებას. პოლიციას როგორც ყოველთვის სძინავს ასეთ რამეებზე.
G.LA
28 ივნისი 2023 09:06
0
ჩვენ სამნი დავდივართ. მე და ჩემი ორი შვილი. ეხლა მე დავრჩე სახლში თუ არიოლი რეჟკა ავუგდო შვილებს) .ეგ პრობლემას ვერ მოხსნის. ყველა ქვეყანაში არსებობენ გადამყიდველები და ჯერ ვერავინ აღკვეთა
დავით 67
29 ივნისი 2023 18:07
0
არ კიდია არაფერი ჰაერში ეგ ბილეთები ეკუთვნით სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს მათზე ყიდის უეფა. სტანდარტია რომ რაღაც რაოდენობა უნდა ჰქონდეთ მათ. ისინი არ ყიდულობენ და რჩება ჰაერში სულ ეგაა.
ბილეთები
29 ივნისი 2023 16:27
0
მე როგორც ვიცი,სპონსორებზეა დარიგებული პირველი იარუსის მოსაწვევები,საქართველოს ბანკი,კოკა-კოლა და ა.შ. მათი თანამშრომლების ნახევარს არც აინტერესებთ ფეხბურთი,მაგიტომაც ვერ გავავსეთ ბოლომდე სტადიონი და ვერც გავავსებთ თუ ფედერაცია ისევ დაარიგებს ბილეთებს უაზროდ
Სამწუხაროდ
28 ივნისი 2023 06:24
0
ყველა ბილეთი გაიყიდაო და 43 ათასი რატომ გამოვიდა? დანარჩენი 10 ათასი სად გაქრა?
papai
28 ივნისი 2023 01:45
0
გადამყიდველი-ს! 10000 რატომ? 10 000 კაცს თითო თითო ბილეთი ჰქონდა გადასაყიდი?)
დათო
29 ივნისი 2023 18:10
0
სად გაქრნენ ნეტა? და შერჩათ ხახვივით გადამყიდველებს მინიმუმ 120 000 ღირებულების ბილეთები
იბერია
28 ივნისი 2023 08:03
0
ყველა გამოხმაურება
ნელგიასთანაც და ჰოლანდიასთანაც,სფფ აცხადებდა,რომ უკვე წინა დღეს,ყველა ბილეთი გაიყიდაო.არადა ფაქტია,რომ ბელჰგიასთან სულ 41-42 000 კაცი დაესწროვო მატჩს,დღესაც 43004 კაცი მივიდა.სად წავიდა დარჩენილი გაყიდული ბილეთები?დასკვნა,ცხადზე უცხადესია:-მავანნი,ბილეთების შავ ბაზარზე გადაყიდვით,ჯიბეების გასქელებას ახერხებენ.გასაგებია,რომ ინტერესი.,ძალიან დიდია,მაგრამ ყველას მოგიწოდებთ,გადამყიდველებისაგან,ბილეთები არავინ შეიძინოთ!ერთხელ იზარალებენ,მეორედ,მესამედ და იქნებ ხელიც აიღონ,ან კიდევ პოლიციამ სტაცოს ხელი(მეტი არა ჩემი მტერი,მაგრამ იმედს ბოლომდე ნუ დავკარგავთ)
სოსო
28 ივნისი 2023 01:30
1
კი სწორედ მსჯელობ მაგრამ რა ვქნაა ეე დედა ნატირები რომ მაგრად მინდა დავესწრო ჩვენი გუნდის თამაშსსს(((
სოსოს
28 ივნისი 2023 08:44
0
კომენტარები აკრძალეთ თორემ დასკდენ პროჭებზე ანტი ქართველები)
გიუშა
28 ივნისი 2023 01:20
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული