დიდი მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში ნახევარფინალსა და ოლიმპიადასთან - გადაჭედილი "დინამოს" ძალა...

AutoSharing Option
ზუსტად ერთი თვის წინ, 1-ელ ივნისს, წერილი შემოგთავაზეთ, სადაც იმაზე ვსაუბრობდით, რომ ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე დადგა. მაშინ რთულად წარმოვიდგენდით, რომ ეს პროცესი ივლისშიც გაგრძელდებოდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდოდა. დღეს დიდი მატჩია - ნახევარფინალი და ოლიმპიადის საგზური ასე ახლოსაა. ჩვენი ფეხბურთელების დამატებით დაძაბვას არ ვაპირებთ, მათ მიღწეულისთვის მადლობა ეკუთვნით, პასუხისმგებლობის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდიან; გვესმის მათი ფიზიკურ-ემოციური მდგომარეობის ამბავიც. ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებს 20:00 საათზე, სავსე (45 ათასი ბილეთი იყიდება) "დინამო არენაზე"
ვუმასპინძლებთ, რაც დიდი ძალაა!..

Sportall.Ge

შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე, ვინმეს საქართველოს ნაკრების სტილი და მეტოქის სათამაშო უპირატესობები არ მოსწონდა, თუმცა ფაქტია ის, რომ რამაზ სვანაძემ ზუსტად გათვალა ჩვენი შესაძლებლობები, მოწინააღმდეგეთა ძლიერი მხარეები, ძალები სწორად გადაანაწილა, იღბალმაც არ მიგვატოვა და "უმცროსი ჯვაროსნები" იქ არიან, სადაც ნაკლებად ელოდნენ. ახლა სულ სხვა გამოწვევა გვაქვს. ერთი შეხედვით, ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები საუკეთესო ვარიანტია, ვინც ამ ეტაპზე შეიძლება დაგვპირისპირებოდა, თუმცა მაშინ ანალოგიურად ვიტყოდით მათი გადმოსახედიდანაც. გარდა ამისა, თუ აქამდე ჩვენი მთავარი მიზანი მაინც მეტოქეების ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება იყო, ახლა თავად მოგვიწევს მეტი ფიქრი ინიციატივის აღებასა და შეტევაზე. ვნახოთ, ეს როგორ გამოგვივა. წინა შეხვედრებში ასე არ ჩანდა, თუმცა მსგავსი უნარების მქონე ფეხბურთელები გუნდში ნამდვილად გვყავს.

Sportall.Ge

შემადგენლობა საინტერესო იქნება. როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდმა ძალების აღდგენა მოახერხა. საინტერესოა, დაცვის ხაზში ისევ 4 ამპლუით ცენტრალური მცველი გადანაწილდება, უფრო აქტიურ ფლანგებს ვნახათ თუ 3-მცველიან ტატქიკას. მწვრთნელს უნდა შევუქოთ, რომ ის შეხვედრის გამმავლობაში გუნდის გადაწყობას უნარიანად ახერხებს. ველოდებით, რომ ჩვენი ნახევარმცველები ბურთს მეტად გააკონტროლებენ, რაც შეტევაში მრავალფეროვნებით შექმნილ მეტ შანსს უნდა ნიშნავდეს.

Sportall.Ge

შეხვედრას ნორვეგიელი ძალიან გამოცდილი არბიტრი, ესპენ ესკასი განსჯის, ის 2022 წლის 12 ივნისს "დინამო არენაზე" საქართველო - ბულგარეთის (0:0) მთავარი მსაჯი იყო. ხსენებული არბიტრი მიმდინარე ტურნირზე ჩვენ პირველ მატჩს უძღვებოდა - პორტუგალიის წინააღმდეგ (2:0). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბარათებით გადატვირთულია და კარგია, რომ ამ მხვრივ 35 წლის რეფერი საკმაოდ ლმობიერია. პირველ ტურში მან გაგუა და ხვადაგიანი გააფრთხილა, პორტუგალიელი არაუჯო კი გააძევა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), გაგნიძე - დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი - გაგუა.

altU21. 1/4-ფინალის წინ - სვანაძე: "ძალები აღვიდგინეთ, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს"

altU21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

მკითხველის კომენტარები / 25 /
თუ ეს იყო ბულგარეთთან მაშინ სუფთა პენალტი არ დაგვიდო თამაშის დასაწყისში, ბულგარელებმა როგორც მახსოვს ნეაპოლელზე დაარღვიეს თამაშის წესი
დინამოელი
01 ივლისი 2023 11:10
9
ხანში შესულ გულშემატკივრებს გვახსოვს დიდებული მოკრივე კვაჭაძე, რომელსაც ისეთი დაცვა ქონდა, შეიძლება ითქვას მთელი კარიერის მანძილზე ერთი ძლიერი დარტყმა არ მიუღია. მართალია, არ მოგვწონდა მისი ბოქსი მაგრამ ყველა შეხვედრას იგებდა და გამარჯვებულის გასამართლება კი ვინ გაიგონა. ერთხელ ალბათ ცხოვრებაში შეცვალა ტაქტიკა და მოსკოვის ოლიმპიადაზე პირველ ნომრად იჩხუბა და წააგო. ჩვენმა ბიჭებმა ამ ჩემპიონატზე სამი მატჩი მეორე ნომრად ითამაშა და სამივე მოიგო. ეს იმიტომ რომ მოწინააღმდეგე ყავდათ პირველ ნომრად მოთამაშე. დღეს კი ისრაელი გვყავს, რომლის ტაქტიკა დაცვიდან თამაშია, მართალია ცოტა გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს, ამიტომ შეტევებში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ჩვენ ილეთზე არ წამოგვაგონ.
ჟორა გაბრიჭიძე
01 ივლისი 2023 10:56
0
მართლა ვერ გავიგე ბოლო ბოლო რამდენია ამ სტადიონის ტევადობა. რეკონსტრუქციამდე იყო თითქმის 80 ათასი, უნდა დარჩენილიყო დაახლოებით 60 და აცხადებენ 44-ს. განახევრდა სტადიონი თუ რა ხდება?
ვინც იცის რაშია საქმე იქნება დაწეროთ კომპეტენტური ინფორმაცია.
ქორ-პარიკმახერი
01 ივლისი 2023 10:51
0
ბოლო რეკონსტრუქციით 54 და რაღაც ეტევა, როგორც მახსოვს. აშკარად ჩანს ხოლმე ბევრი ადგილები თავისუფალი.
ზოგი მეორე ტაიმში მოდის და ბოდიში გამატარე :)
დავითი
01 ივლისი 2023 14:27
1
55 ათასიანია, როგორც ვიცი.
რრრ
01 ივლისი 2023 13:05
0
გამარჯვება,ბიჭებო!!!
მინდია
01 ივლისი 2023 10:40
0
ბილეატებზეა ხოლმე გაუგებრობა და იყიდება 45 ათასი ბილეთი, უეფა გარკვეულ ადგილებზე დაჯდომას კრძალავს, თუ ვინმე არ მოდის, გადამყიდველების ხელშია ის ბილეთი, ან მოსაწვევი ვისაც აქვს, ის არ ესწრება. წინაზე იყო 44 004
ზვიადი
01 ივლისი 2023 10:12
1
ყველა ბილეთი გაიყიდაო, ანშლაგია სტადიონზეო და ამ დროს ცხადდება რომ თამაშს ესწრება 43 ათასი მაყურებელი...

ჟურნალისტებს რომ აგიტაცებიათ ეს ციფრები, რეალურად ყველამ ვიცით რომ ეტევა 55-56 ათასი, რატომ არაფერს წერთ სად წავიდა დანარჩენი 12 ათასი, სტადიონის ტევადობა შემცირდა? თუ რაშია საქმე? არ უნდა დაგაინტერესოთ? თუ დღეს საღამოსაც ეგ უნდა დაწეროთ გადაჭედილი იყო დინამო 43 ათასი ესწრებოდაო)))
ვენეციის კომისია
01 ივლისი 2023 09:55
3
3-მა გადამყიდველმა ანლაიქი დამიწერა))))
ვენეციის კომისია
01 ივლისი 2023 16:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული