U21. საქართველო-ისრაელი. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ლომინაძის ნაცვლად გაგნიძე დააყენა. მეტოქე დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ტურგემანმა ვერ გაიტანა. ამას გარდა, ოთხჯერ შორიდან უშედეგოდ სცადეს კარის დალაშქვრა. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდათ. სტუმრებმა კი კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, როდესაც გლუხის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, გამოსვლაზე მეკარე პერეცის შეცდომის შემდეგ
მექვაბიშვილმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ისრაელი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა

მკითხველის კომენტარები / 6 /
5 წუთით ვერ დაიჭირეს ბურთი, ერთი ნორმალური კომბინაცია, ნორმალური პასი ვერ გააკეთეს, ქაოსურად, სოფლის გუნდივით თამაშობენ, გულის ამრევია რასაც ვუყურებ.
ზურა
22:04 01-07-2023
2
ცენტრალური თავდამსხმელი ფაქტიურად არ გვყავს მეოთხე თამაშია არ ჩანს საერთოდ, ეს მოისწრაფიშვილი პირველად თამაშობს ფეხბურთს მგონი, ზურიკოს ძინავს დღეს და მაგიტომაც არ გამოგვდის შეტევა.
ემიგრანტი
21:57 01-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული