U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მეოთხედფინალში დავასრულეთ. რა შეიძლებოდა უკეთ, ამაზე სხვა წერილებში დავწერთ, ახლა კი ყურადღების გამახვილება ერთ ფაქტზე გვსურს, რომელიც პენალტების სერიის დასრულებისთანავე მოხდა. ამის განმარტების მიზანი ისაა, გარკვეული ნეგატიური საინფორმაციო ველი არ შეიქმნას, თითქოს მოწინააღმდეგის გამარჯვების მიღება ღირსეულად არ შეგვიძლია.

პრესლოჟაში მყოფმა ისრაელის ნაკრების გულშემატკივარმა, რომელსაც იქ ყოფნისთვის აუცილებელი დამადასტურებელი ცნობა არ ჰქონდა, წყლის ბოთლს თავი მოხადა და წყალი ქართველი გულშემატკივრების მიმართულებით გამიზნულად ისე გადააქცია, მაქსიმალურად დიდი ეფექტი მიეღო. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რაც ისრაელის
ნაკრების გულშემატკივრებმა ვიდეოებზე ასახეს და ყველაფრის ისე გამოყვანა სცადეს, თითქოს მათი გამარჯვება სათანადოდ ვერ მივიღეთ. არადა, ამ ორ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს.

მათმა ჟურნალისტმა დაგვიდასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე მედიის წარმომადგენელი არ ყოფილა და მისი საქციელი არასწორი იყო. მოგვიანებით, იმ უცნობი პირის მხრიდან ბოდიშიც მივიღეთ, თუმცა მანამდე არაერთი პირდაპირი ეთერი გავიდა თითქოს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქართველები მარცხმა გააბრაზა. არადა, სამწუხაროდ, ჩრდ. მაკედონიელთა შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახეთ მეტოქეების ზეიმი, მაგრამ ამაში მათი "ბრალეულობა" ნაკლებია...

სამწუხარო დღე იყო, მაგრამ ის მუხტი და შემართება, რაც ამ დღეებში არსებობდა, ფუჭად არ ჩაივლის!..
მკითხველის კომენტარები / 70 /
მᲗელი რიგი ევროპის ქვეყნეᲑᲨი მსგავსი გამონაᲗქვამები ებრაელების მისამარᲗიᲗ უეᲭველი რეალური სასჯელი მოჰყვებოდა! რას ბაქი-ბუქობᲗ და იქადნებიᲗ? Თუკი რაიმე გენიალური Დექმნილა პლანეტაზე, 99% ებრაელებისაა, მეცნიერება Თუ ხელოვნება, მედიცინა და ტექნოლოგიები, უფიდესი პოლიტიკოსები Თუ სპორცმენები, სპეც-სამსახურებზე და Თავდაცვის უნარიანობაზე არაფერს ვიტყვი.
ეგრეა
12:37 04-07-2023
10
ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქართული ემოგრაციის მიერ ათასზე მეტი ებრაელის გადარჩენის ამბავი ბევრმა ქართველმაც არ იცის:
https://kvirispalitra.ge/article/37057-qqarthveli-shindleriq-rogor-ikhsna-miskhesil-kesdisam-mrasvasli-qarsthvesli-ebsrasesli-sakoncentracio-banakisgan/
დარწმუნებული ვარ, ეს რომ ცოდნოდა პროვოკაციის ჩამდენთ - ამას არ იზამდნენ. დარწმუნებული ვარ, ამის აზრზე არ არის ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი... მაშასადამე, თავად ჩვენ ვართ დამნაშავე ამ ფაქტის არასაკმარისად გაჟღერების გამო. ცუდი სიუჟეტია ფილმისთვის ან რომანისთვის?
სიმართლის მოყვარული
11:43 04-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული