რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
გადამრევს ეს კაცი, გუნდმა, რომელმაც მოედანზე დამატებით დროიანად 140 წუთი გაატარა და ერთხელ კარში ვერ დაარტყა, როგორ იმსახურებდა მეტს? საერთოდაც ჩემპიონატის 4 თამაშზე კარში სულ 5-6-ჯერ დაარტყეს და ამის პატრონი ან ამდენს როგორ იმსახურებს? ჩვენ ისე გვიმართლებდა ცოტა რომ მოგვემატებია სამეულში შევიდოდით. თუ სიმართლე გინდათ ამ თამაშით ერთ ქულასაც არ ვიმსახურებდით.
ჟორა გაბრიჭიძე
02 ივლისი 2023 11:24
2
სვანაძე საერთოდ ცალკე უბედურებაა,პრესკონფერენციაზე თქვა გუშინ წიტაიშვილი ჩემპიონატამდე არ იყო სათანადო ფიზიკურ კონდეციებშიო,მაშ რატომ გამოიძახა?გამოაძახებინეს..გაგუა რომელიც ნახევრად პროფესიონალ გუნდში თამაშობს ესპანეთის მე-5 ლიგაში იძახებს და ძირითადში ათამაშებს..დავითაშვილი ისრაელთან საერთოდ გაქრა,14-დაკარგვა ბურთის,არცერთი ზუსტი პასი აი დავითაშვილის მონაგარი და მაინც არ შეცვალა..არაფერს ვამბობ არაფერს ვამბობ ხიზაბიშვილის გამოძახებულ ფეხბურთელებზე და კოვიაშვილიზ უახლოეს ნათესავზე…
დავიდ
02 ივლისი 2023 11:15
8
პენლების სერიის წინ, მამარდას გამოვცვლიდი. ხომ ცხადი იყო, რომ პენლებს წავაგებდით. გაგუას ნაცვლად გულიაშვილს გამოვიყვანდი და ზოგადად რატომ იყო ნაკრებში? როგორც ვიცი ფორვარდმა გოლი უნდა შეაგდოს, ბურტის დაჭერა ნახევარდაცვის და დაცვის მოვალეობაა. გაგნიზეს ბოლომდე ვათამაშებდი და საერთოდ, გოჩოლეიშვილს და წიტაიშვილს მეორე ტაიმში შემოვიყვანდი. ანუ მწვრთნელმა უღალატა იმ ტაქტიკას, რამაც აქამდე მიგვიყვანა. არ უნდა დაეყენებია ყველა ერთად და ძალები უნდა გადაენაწილებია,. ცოტა მიწოლა უნდოდა და თამაში ჩვენი იყო. არა უსავს, სვანაძე ახალგაზრდაა და სტრესს და ზეწოლას აშკარად ვერ გაუძლო. მაინც მადლობა ყველას და იქნებ გაგვიმართლოს ოლიმპიადაზე მაინც
ლევან მაღლაკელიძე
02 ივლისი 2023 09:45
1
რა მენტალურად განსხვავებული რომელია ფეხბურთელი გაგუა რომელიც საქართველოში რეგიონ ლიგაში თამაშობდა და ეხლა ესპანეთის მოყვარულთა ლიგაში,ან დავითაშვილი რომელიც საფრანგეთის მესამე თუ მეორე ლიგაში მოთამაშე,ან დინამოს ფეხბურთელები იმ დინამოსი რომელიც მეცხვარეებმა გაანადგურეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო.სვანაძე ხომ საერთოდ ფედერაციის ტიტუშკა
დათი
02 ივლისი 2023 01:30
15
თამაშის წაგების სამი მიზეზი: 1. წიტაიშვილის მაგივრად ზურიკო უნდა შეეცვალა, მაგრამ ვერ გაუბედა, დავითაშვილმა ჩააგდო ყველა შეტევა და ბურთსაც ხშირად კარგავდა, დაიღალა ეტყობა. 2. მთელმა საქართველომ ფული დადო მოგებაზე და ამოქმედდა დაუწერელი კანონი, არ უნდა დადო იმ გუნდზე, რომელსაც გულშემატკივრობ. 3. ყველა თარსი მივიდა სტადიონზე ტიპობის გამო, ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაშიც რომ არ ქონდათ ნანახი ტელევიზორშიც კი.
ფეოლა
02 ივლისი 2023 08:42
1
მე ვერაფრით გავიგე რატომ ჩაიციკლა სვანაძემ გაგუაზე???ესპანეთის მეოთხე ლიგაშიც არ ათანაშებენ!!
სოსო
02 ივლისი 2023 01:33
7
პორტუგალიას რო გაურჭო, მაშინ ლა ლიგაში იყო მივლინებით?!...
დდდ
02 ივლისი 2023 02:59
4
რატო აფასებთ დადებითად ამ ადამიანის მუშაობას ვერვხვდები. ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ თუმცა ასეთი ათასი იყო. საჯარიმოში ჩავიდა ტანმაღალი ფეხბურთელები კუთხურისდროს, ბურთი გავათამაშეთ და არ ჩავაწოდეთ, ამოვიდნენ ტანმაღალი ფეხბურთელები და ორ ტანდაბალ ფეხბირთელს ჩავუწოდეთ იგივე მომენტში. ბრმები ხართ თუ რაგჭირთ? მეც წავაგე გუშინ როგორც ქართველმა და დავინახე ის რომ ამ ნაკრებმა მწვრთნელისგარეშე ითამაშა. ასე რამ დაგაბრმავათ და დაგაჩაჩანაკათ რომ ისრაელთან ფრე დიდი წარმატება გგონიათ.
Lasha
02 ივლისი 2023 15:56
6
სვანაძის მუშაობა უნდა შეფასდეს დადებითად. მოახერხა რომ ჩვენ ახალგაზრდებს თავისი მაქსიმუმი რაც სადღეისოდ შეუძლიაათ ის თამაში ეჩვენებინათ. ვისაც გგონიათ და 'არითმეტიკით' ასაბუთებთ, რომ მარტო იღბალმა გაგვიყვანა ასეთი ჯგუფიდან მეოთხედფინალში, და იქაც არ წაგვიგია შეხვედრა, უბრალოდ არ გესმით რას ლაპარაკობთ. ახალი არაფერია იმაში რომ უმრავლესობას ეხლა ვინც აკრიტიკებს მწვრთნელს და ნაკრებს უკვე დაავიწყდათ რომ ტურნირის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლის იმედიც არ ჰქონიათ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი
02 ივლისი 2023 13:47
5
თანამედროვე დროის ერთერთმა საუკეთესო მწვრთნელმა თქვა "ეს წაგება რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იქნებაო",ეს თქვა სევილიასთან ევროპალიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ და იმ კაცმა სწორად გამოიცნო,მისმა გუნდმა ყველაფერი მოიგო. თუმცა ჩვენი შემთხვევა ასეთი არ იქნება,რადგან ჯიგრული პონტები და ადამიანების დაჩაგვრა ხდება,რანაირად იქნება რაღაც განსაკუთრებული. პირველ თამაშში ითამაშა გულიაშვილმა,საკმაოდ აქტიური იყო და ის თამაში მოვიგეთ,რატომ? იმიტო რო იმ ერთ თამაშში არ დაჩაგრულა არავინ. იმ თამაშის მერე სასტარტო აღარ ანახეს ამ ბიჭს და ის დაიჩაგრა "სახელების" გამოძახების გამო. გამოვიდა ბელგიასთან და გამათანაბრებელი გაიტანა,თუმცა მაინც არ მიეცა შანსი,რისი ბრალია ეს? საინტერესოა,რა დააშავა ამ ბიჭმა რო მეტი დრო და შანსი არ მიეცა. გუშინაც 97 წუთზე შემოუშვა,ხოდა თუ დაღლილი იყო ხალხი,უფრო ადრე არ უნდა ეთამაშებინა სხვები? მერედა,წესიერი და გააზრებული შეტევა რო უჭირთ,ეს ვისი ბრალია? ისრაელის ყველა შეტევა გააზრებული და დამუშავებული იყო,შესაძლოა კლასი არ ყოფნიდათ,მარა კომბინაციური ფეხბურთით გვიტევდნენ. ჩვენები კი,მატაობას უნდებოდნენ,3+ შეხება სჭირდებათ მინიმუმ რო პასზე იფიქრონ და კარში ვერ დაარტყეს. კარში ვერ დაარტყავ და გოლს ვერ გაიტან,ეს საფეხბურთო აქსიომაა. ამ 4 თამაშში,რაც ვნახე იყო დიდი მუხტი და ჟილკა,რომელიც გამოწვეული იყო საკუთარი მოედნის ფაქტორით,ხოლო ეს გამყარებული არ იყო საფეხბურთო კრიტერიუმებით. თუმცა რა ფახბურთზეა საუბარი,როცა შტაბში გყავს ამისულაშვილი,ვისაც ნაკრებში ჩამოსვლა ეზარებოდა(თავად ქეცბაიას აქვს ნათქვამი). რა უნდა ამისულაშვილს ნაკრებში და თუ უნდა,მაშინ წარმატების იმედი რატომ გაქვთ? წაგება არ არის პრობლემა,თუ არ წააგე მოგების მუღამს ვერ დაიჭერ,თუმცა არის რაღაცეები რაც უნდა შეიცვალოს. ბიჭებმა მოინდომეს ალბათ,თუმცა ისეთი განცდა მაქვს,რომ რაღაც შეგნებულად არ გააკეთეს.არაუშავს ვიტყოდი,მარა მერამდენედ არაუშავს,როდის უნდა დამთავრედეს ეს ჯიგრული პონტები? მხედრიონელები პარლამენტში გვიზის და ამისულაშვილი ნაკრებში გვყავს,ხოდა წარმატება რანაირად უნდა გვქონდეს? ნიჭს და პატიოსნებას უნდა მიეცეს გზა ფართო და არა გვარიშვილობას. დარწმუნებული ვარ,გულიაშვილის მამა ან ბაბუა რო ცნობილი ფეხბურთელი ყოფილიყო,ოთხივე თამაში სასტარტოში იქნებოდა,თუმცა არავინ არ ყავს ამ ბიჭს და დაიჩაგრა. ადრეც იყო მსგავსი გულიაშვილი და მომავალშიც იქნება,ხოდა ამიტომ არ გვექნება წამრატება.
ფანი ფანიაშვილი
02 ივლისი 2023 06:15
0
ბატონო მწვრთნელო, რესურსი არასწორად გამოიყენეთ.
Რაგბის ფანი
02 ივლისი 2023 16:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული