ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ყაზახეთთან მატჩისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 6 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავმის გამო მოახლოებულ შეკრებას იბერია 1999-ის ნახევარმცველები - გიზი და ოთო მამაგეიშვილები გამოტოვებენ.

ყაზახეთთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ შეკრებაში 21-წლამდელთა ნაკრების ორი დებიუტანტი მიიღებს მონაწილეობას - ვახტანგ სალია (დინამო თბილისი) და გიორგი ხარებავა ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილო (თელავი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია,
ისრაელი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცხკის შახტარი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).

რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს, უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
პარკაძემ იმდენი ირბინა აქეთ იქით სულ გაქრა და დაიკარგა..ყოფილიყავი დინამოში შვილო არ გერჩივნაა იქნებ ცოტა გაზრდილიყავი და ასე მაინც არ გაქრებოდი გაზაფხულის თოვლივით...
საქმე
22:24 31-05-2024
0
ვეთანხმები წინა კომენტარს, ფედერაცია იმიტო ხარ ასწიო უნდა ერთი ადგილი და კარგი სპარინგები დანიშნო, პროგრესსზე იფიქრო, მაგრამ ამაყ სად სცალიათ მაგისტვის
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული