რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
რომ არ ელოდა არავინ იმნაირი შედეგი დადეს ბიჭებმა და ლანძღვა კი არა მადლობა ეკუთვნით...
ზოლა
02 ივლისი 2023 10:23
4
მიუხედავად თამაშების საშინლად დაბალი ხარისხისა, ბედმა გაგვიმართლა და მეოთხედფინალამდე მივედით. ბოლო სამ თამაშში ძელმა შვიდჯერ გვიხსნა წაგებისგან, ყველა გატანილი გოლი, საზონოვის გოლის გარდა, ინდივიდუალური და არა გუნდური თამაშის შედეგი იყო. პასების სასრცხვილო ხარისხი, მამარდაშვილი და საზონოვი რომ არა ჩვენი დაცვის გადამკიდე მინიმუმ 7 გოლს გადავრჩით 4 თამაშში. მერე იტყვიან არ გაგვიმართლაო.
თემური
02 ივლისი 2023 12:20
6
სერიოზულად ფიქრობ რომ მხოლოდ გამართლებით შეიძლება ასეთ გუნდებთან თუნდაც ერთი შეხვედრის არ წაგება?! კარგად გცოდნია თემა, ვერაფერს იტყვი.
გიორგი
02 ივლისი 2023 13:38
4
მადლობა სანაძეს! მე პირადად მეგონა, რომ პორტუგალიასტან გავნადგურდებოდით! პორტუგალი კიდევ ნახავთ აგერ ფინალში გავა და სფრანგეთს შეხვდება!
მწრთვნელი
02 ივლისი 2023 01:25
7
არავის არაფერ ვერჩი მაგრამ გაგუა შესაცვლელი იყო მეორეტამის დასაწყისშივე.ესერთი და ტაქტიკა ნოლიი აზრზს არახარ მწვრთნელობის ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი.
ფგდდ
02 ივლისი 2023 23:12
3
ასეთი უწიგნური მწვრთნელი ნაკრებში არ უნდა იყოს,მენტალობაზე საუბრობს და მნიშვნელობა არ იცის..ერთი ეს და მეორე ჩიტაური არის ასეთი გაუნათლებელი
რუსთავი
02 ივლისი 2023 22:27
4
რომ აღარ იცი რა თქვა:

ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა

ბიჭო, ღირსეული კაცი ხარ, ღირსეული გუნდი დააყენე და რაებს ბოდიალობ, ხვალინდელი არა ზეგინდელი!

რამდენჯერ არის ეს ნათქვამი შენამდე ეს გაცვეთილი ფრაზა!

სხვანაირად გამოთქვი შენი აზრი ბიჭო და გაამხნევე ჩვენი ლომი ბიჭები!
ისტორია
02 ივლისი 2023 16:21
5
რა თქმაუნდა მოგება სასურველი იყო. მითუმეტეს, როცა საკუთარ სახლში თამაშობ. მაგრამ, წაგებაც იყო და წაგებაც. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. საქართველოს ფეხბურთში თანამედროვე უნარ-ჩვევების მწვრთნელის დეფიციტი ნამდვილად არის. გუნდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობა, სწორედ მისგან მოდის. მან უნდა ჩაატაროს ისეთი სელექცია, რომ შემთხვევითობა თითქმის არ განიხილებოდეს. 21- წლამდე ნაკრებმა კარგი გამოცდილება მიიღო და იმედი მაქვს, სამომავლოდ დიდი და სასიკეთო გარდასახვა იქნება.
ირაკლი
02 ივლისი 2023 17:52
1
მაქ ერთი იდეა, არ შეიძლება რომ სამწვრთვნელო შტაბს დაემატოს ერთი მწვრთნელიც გულშემატკივრის სახით რომელიც იჯდება ზემოთ ტრიბუნაზე და იქიდან უყუროს თამაშს, ამას რატომ ვამბობ იციით? ყოველთვის ხედავს გულშემატკივარი მოედანზე იმ პრობლემას რასაც ვერცერთი მწვრთბელი ვერ გრძნობს და ვერ ხედავ ქვემოთ, გაგუა რომ შესაცცლელი იყო ამას რა დანახვა უნდოდა? ზურიკო რო პორველი ტაიმის მერე გაქრა ამაზე რაღაცა ხო უმდა მოეფიქრა ან შეეცვალა პოზიცია ფეხბურთელისთბის , თავდასხმაში აეწია , პენლების სერიის დროს როგორც ვიცით ის მეორე ბიჭი ძალიან ძლიერი იყო, ხოდა შეეცვალა მამარდაშვილი, რატომღაც მეგონა ბოლომდე რო ამ სურორიზს შემოგვთავაზებდა, ჯერეაერთი იმიტომ რომ თვითონ მამარდა იძახოს რომ სუსტია ამ პენლებში, და ეა ცვლილება ფსიქოლოგიურად მეტოქეზე იმოქმედებდა,წვრთნელის მუღამიც ეგ არის რო ამას უნდა გრძნობდე მოედანზე./ მთლიან ჯამში თამაში არ წაგვიგია და დადებითად უნდა შეფასდეს გუნდიც და მწვრთნელიც, კვარას და ჟორჟის ლქნძღვას შეეშვით ხალხო, თუ რამე კითხვები გაქვყ მაგათ აგენტებს და ოჯახის წევრებს კითხეთ და პლიუს ფედერავიას, რატო გადაათევინეს ბოლო მომენტში ოროვეს? / იმედია არ გავიწირებით და ოლიმპიადაზე მაინც მოვხვდებით
Vasili
02 ივლისი 2023 09:55
1
გგონია ბუქარესტში უკრაინასთან მოგების რაიმე შანსი გვაქვს?
"ობიექტური შემფასებელი"
02 ივლისი 2023 14:13
0
მეც მგონია, რომ გადაათქმევინეს და თავადაც აღარ მოიკლეს თავი, წაიზარმაცეს. ეს კი, რბილად რო ვთქვათ, ნამდვილად არასწორია
ბეჟან
02 ივლისი 2023 19:56
2
ყველა გამოხმაურება
ვერ გამოიცნო ცვლილებები. ძლივს ერთი თამაში ითამაშა გაგნიძე და ის შეცვალა.დავითაშვილი საერთოდ არ განძრეულა. ესგულიაშვილი ეტყობა ნაცნობობით არის ნაკრებში. მამარდას ლატარიის თამაში არ უყვარს. ძალიან სუსტია. დაცვას არა უშავს საზონოვის თამადობით. გელაშვილი შესანიშნავია.გამოვა რაღაცა ამ ნაკრებიდან. მწვრთნელი არ უნდა შეიცვალოს და თან განათლებაზე უნდა იმუშაოს
1408
02 ივლისი 2023 07:36
0
Zogiertebi egetebs wert am pexburts tavdayira uyureben an sularuyureben titktoks uyureben da mere shevlen laivskoreshida statistikas naxuloben albat. Israli naxdad ariyo chvenze uketesi gundi rac karshi daartyes eg unda aexo mamardasda aixo kidec egeti saswauli seivi ar gauketebia gadagvarchinao ro ityvi da ambichebma rac gaaketes naxdad dasapasebeli ramaa da kide vinc gamartlebazeidzaxis am xalxis gamkvirvebia tu pexburtshi ar gagimartlat ver moigebda ara marto pexburtshi cxovrebashi masea dakvirdit egeb gagexsnat tvini
Achi
02 ივლისი 2023 12:53
1
მწვრთნელის ხელი არ ეტყობა არც ერთ ჩვენს ნაკრებს არც ეროვნულს და არც ახალგაზრდულს- ქაოტურ , ქუჩის ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგიც სახეზეა
inviz9
02 ივლისი 2023 21:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული