რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
მეგობრებო, ბოდიშით,

წინა კომენტარში შეცდომით მწვრთნელს ვუწოდე ღირსეული. უკან ვიბრუნებ.

ღირსეული კი არა, შემთხვევით შემოხეტებულს ჰგავდა სტადიონზე, მიზეზები უამრავია და აქ არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა.

გულისტკივილით ვუყურებდი ამ უგვან თამაშს, კარების ოთხკუთხედში 90 წუთი ბურთი არ მოხვედრილა, ამას მოხერხება უნდა!

ბიჭებს მაინც შევაქებ, იმიტომ რომ ჟინი და ბრძოლის სურვილი ბოლომდე ჰქონდათ მამარდას ჩათვლით. მერე რა რომ მთლიანობაში არ ვიმსახურებდით არც ამ მეოთხედფინალს თამაშით.

მამარდა კაცი ხარ კაცური. და იმ ორს, თავი რო აარიდეს საქართველოს ღირსების დაცვას, დიდი ხანი გაჰყვებათ ერთი ულამაზო სახელი.
ისტორია
02 ივლისი 2023 16:35
8
ᲡვანაᲫეს და ბიᲭებს რაც ᲨეᲫლეს ყველაფერი გაკეᲗეს. Გამოსვსლი რაᲨია? ბევრი გადამზადებული ბავᲨᲗა ფეხბურᲗის ტრინერები გვინდა, ტაქტიკური და ფიზ მომზადების
Კახა
02 ივლისი 2023 14:10
4
მადლობა თავდადებისთვის მჯერა იმაზე მეტი გააკეთეთ რისი შესაძლებლობაც იყო მაგრამ მინდა მეორე მხარიდან შეხედოთ თუ რამდენად საჭიროა სამწვრთნელო განათლების და პრაქტიკის მიღება თანამედროვე წამყვან ევროპულ ქვეყნებში და ამის დასტურად უტყუარი არგუმენტი თითქოსდა ერთი შეხედვით უკეთესი შემადგენლობის სქაქრთველოს ნაკრებმა პირწმინდად წააგო უფრო სუსტი( თითქოსდა) შემადგენლობის მქონე ისრაელთან სინამდვილეში ისრაელის ფეხბურთელები უფრო მეტად პროფესიონალურად მომზადებულები განსწავლული ფეხბურთელები ყავს ჩვენ მხოლოდ გოლის გატანას და კაცის მოტყუებას ვხედავთ და თანამედროვე ფეხბურთში უბურთოდ ყამაშის ცოდნას უპირველესი თუ არა უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ფეხბურთელები ბურთის ფლობას არამედ ზონების დაკეტვას ეგრეთწოდებულ პრესინგს და ყველაზე მთავარი ყველა ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს პარტნიორს თავი შესთავაზოს და კიდე ერთი რაც ფეხბურთის ცოდნას და დონეს განსაზღვრავს თამაშის წაკითხვა და გადაწყვეტილებები ბურთის მიღებამდე ცოდნა ჩვენები მიიღებენ ბურთს ჩერდებიან და მერე იწყებენ მოქმედებას( მალხაზ ასათიანზე რატო მწყდება გული მიღებამდე ატყუებდა მოწიინააღმდეგეებს ხვიჩაც როცა ამას აკეთებს შეუჩერებელია ჩაკვეტაზესაც ჰქონდა ეხლა კი როცა ორივეს უკვე თავი ( ზედმეტი ქვებისგან) მაგრებად წარმოუდგენიათ გონიათ რომ ყველას ყოველთვის აჯობებს ნებისმიერ მომენტში არა ბატონებო თუ თქვენს სისხარტეზე მაპატიიეთდა ეშმაკიბაზე არ წამოაგებთ უფრო ხშირად გაჯობებენ
კახა
02 ივლისი 2023 04:26
3
მე ვფიქრობ ბიჭებმა კარგი შედეგი დადეს თუმცა მეტი შეიძლებოდა და ეს მეტი შემდგომ თამაშებში უნდა მოიპოვონ, ჩვენ გულშემატკივრებს მაგისი გვჯერავს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს!!!
gio9
04 ივლისი 2023 09:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული