რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
მე ვფიქრობ ბიჭებმა კარგი შედეგი დადეს თუმცა მეტი შეიძლებოდა და ეს მეტი შემდგომ თამაშებში უნდა მოიპოვონ, ჩვენ გულშემატკივრებს მაგისი გვჯერავს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს!!!
gio9
04 ივლისი 2023 09:16
0
არავის არაფერ ვერჩი მაგრამ გაგუა შესაცვლელი იყო მეორეტამის დასაწყისშივე.ესერთი და ტაქტიკა ნოლიი აზრზს არახარ მწვრთნელობის ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი.
ფგდდ
02 ივლისი 2023 23:12
3
ასეთი უწიგნური მწვრთნელი ნაკრებში არ უნდა იყოს,მენტალობაზე საუბრობს და მნიშვნელობა არ იცის..ერთი ეს და მეორე ჩიტაური არის ასეთი გაუნათლებელი
რუსთავი
02 ივლისი 2023 22:27
4
მწვრთნელის ხელი არ ეტყობა არც ერთ ჩვენს ნაკრებს არც ეროვნულს და არც ახალგაზრდულს- ქაოტურ , ქუჩის ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგიც სახეზეა
inviz9
02 ივლისი 2023 21:39
1
მეგობრებო, ბოდიშით,

წინა კომენტარში შეცდომით მწვრთნელს ვუწოდე ღირსეული. უკან ვიბრუნებ.

ღირსეული კი არა, შემთხვევით შემოხეტებულს ჰგავდა სტადიონზე, მიზეზები უამრავია და აქ არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა.

გულისტკივილით ვუყურებდი ამ უგვან თამაშს, კარების ოთხკუთხედში 90 წუთი ბურთი არ მოხვედრილა, ამას მოხერხება უნდა!

ბიჭებს მაინც შევაქებ, იმიტომ რომ ჟინი და ბრძოლის სურვილი ბოლომდე ჰქონდათ მამარდას ჩათვლით. მერე რა რომ მთლიანობაში არ ვიმსახურებდით არც ამ მეოთხედფინალს თამაშით.

მამარდა კაცი ხარ კაცური. და იმ ორს, თავი რო აარიდეს საქართველოს ღირსების დაცვას, დიდი ხანი გაჰყვებათ ერთი ულამაზო სახელი.
ისტორია
02 ივლისი 2023 16:35
8
რომ აღარ იცი რა თქვა:

ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა

ბიჭო, ღირსეული კაცი ხარ, ღირსეული გუნდი დააყენე და რაებს ბოდიალობ, ხვალინდელი არა ზეგინდელი!

რამდენჯერ არის ეს ნათქვამი შენამდე ეს გაცვეთილი ფრაზა!

სხვანაირად გამოთქვი შენი აზრი ბიჭო და გაამხნევე ჩვენი ლომი ბიჭები!
ისტორია
02 ივლისი 2023 16:21
5
რა თქმაუნდა მოგება სასურველი იყო. მითუმეტეს, როცა საკუთარ სახლში თამაშობ. მაგრამ, წაგებაც იყო და წაგებაც. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. საქართველოს ფეხბურთში თანამედროვე უნარ-ჩვევების მწვრთნელის დეფიციტი ნამდვილად არის. გუნდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობა, სწორედ მისგან მოდის. მან უნდა ჩაატაროს ისეთი სელექცია, რომ შემთხვევითობა თითქმის არ განიხილებოდეს. 21- წლამდე ნაკრებმა კარგი გამოცდილება მიიღო და იმედი მაქვს, სამომავლოდ დიდი და სასიკეთო გარდასახვა იქნება.
ირაკლი
02 ივლისი 2023 17:52
1
ბატონო მწვრთნელო, რესურსი არასწორად გამოიყენეთ.
Რაგბის ფანი
02 ივლისი 2023 16:09
3
რატო აფასებთ დადებითად ამ ადამიანის მუშაობას ვერვხვდები. ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ თუმცა ასეთი ათასი იყო. საჯარიმოში ჩავიდა ტანმაღალი ფეხბურთელები კუთხურისდროს, ბურთი გავათამაშეთ და არ ჩავაწოდეთ, ამოვიდნენ ტანმაღალი ფეხბურთელები და ორ ტანდაბალ ფეხბირთელს ჩავუწოდეთ იგივე მომენტში. ბრმები ხართ თუ რაგჭირთ? მეც წავაგე გუშინ როგორც ქართველმა და დავინახე ის რომ ამ ნაკრებმა მწვრთნელისგარეშე ითამაშა. ასე რამ დაგაბრმავათ და დაგაჩაჩანაკათ რომ ისრაელთან ფრე დიდი წარმატება გგონიათ.
Lasha
02 ივლისი 2023 15:56
6
ᲡვანაᲫეს და ბიᲭებს რაც ᲨეᲫლეს ყველაფერი გაკეᲗეს. Გამოსვსლი რაᲨია? ბევრი გადამზადებული ბავᲨᲗა ფეხბურᲗის ტრინერები გვინდა, ტაქტიკური და ფიზ მომზადების
Კახა
02 ივლისი 2023 14:10
4
სვანაძის მუშაობა უნდა შეფასდეს დადებითად. მოახერხა რომ ჩვენ ახალგაზრდებს თავისი მაქსიმუმი რაც სადღეისოდ შეუძლიაათ ის თამაში ეჩვენებინათ. ვისაც გგონიათ და 'არითმეტიკით' ასაბუთებთ, რომ მარტო იღბალმა გაგვიყვანა ასეთი ჯგუფიდან მეოთხედფინალში, და იქაც არ წაგვიგია შეხვედრა, უბრალოდ არ გესმით რას ლაპარაკობთ. ახალი არაფერია იმაში რომ უმრავლესობას ეხლა ვინც აკრიტიკებს მწვრთნელს და ნაკრებს უკვე დაავიწყდათ რომ ტურნირის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლის იმედიც არ ჰქონიათ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი
02 ივლისი 2023 13:47
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული