ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.
წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.
პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.
ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".
წინა კომენტარში შეცდომით მწვრთნელს ვუწოდე ღირსეული. უკან ვიბრუნებ.
ღირსეული კი არა, შემთხვევით შემოხეტებულს ჰგავდა სტადიონზე, მიზეზები უამრავია და აქ არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა.
გულისტკივილით ვუყურებდი ამ უგვან თამაშს, კარების ოთხკუთხედში 90 წუთი ბურთი არ მოხვედრილა, ამას მოხერხება უნდა!
ბიჭებს მაინც შევაქებ, იმიტომ რომ ჟინი და ბრძოლის სურვილი ბოლომდე ჰქონდათ მამარდას ჩათვლით. მერე რა რომ მთლიანობაში არ ვიმსახურებდით არც ამ მეოთხედფინალს თამაშით.
მამარდა კაცი ხარ კაცური. და იმ ორს, თავი რო აარიდეს საქართველოს ღირსების დაცვას, დიდი ხანი გაჰყვებათ ერთი ულამაზო სახელი.
ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა
ბიჭო, ღირსეული კაცი ხარ, ღირსეული გუნდი დააყენე და რაებს ბოდიალობ, ხვალინდელი არა ზეგინდელი!
რამდენჯერ არის ეს ნათქვამი შენამდე ეს გაცვეთილი ფრაზა!
სხვანაირად გამოთქვი შენი აზრი ბიჭო და გაამხნევე ჩვენი ლომი ბიჭები!