ზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გამოაქვეყნა:

"ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ. საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში.

მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს...
ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ".

altრამაზ სვანაძე:

ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა ბიჭები! მადლობა ზურიკო! ეს სიხარული, მთელი ცხოვრება გამყვება. ბელგიასთან ვიყავი სტადიონზე, აღარ მახსოვს, ძველი დინამოს მერე, როდის დავტოვე სტადიონი ასეთმა ამაყმა. იშრომეთ ბიჭებო, ბევრი იშრომეთ და ბევრად მეტი წარმატებაც მოვა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
02 ივლისი 2023 22:18
0
ის ერთსულოვნება, ბრძოლის ჟინი, თავდადება რაც ნაკრებმა აჩვენა, დიდი ხანია არ მინახავს. რა მოხდა - წავაგეთ - მთავარია გუნდმა მოინდომა და იბრძოლა. მაყურებელი ამას ხედავს და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. პირადად შენ, დიდი ნიჭი გაქვს ზურიკო და დიდი ფეხბურთელი, მესის და მარადონას დონის გახდები, თუ ფიზიკურ მომზადებას მოუმატებ და მეტს იშრომებ, ყველაფერი შენს ხელშია.
გისურვებთ წარმატებებს და უფლის წყალობას!
თენგაბი
02 ივლისი 2023 12:56
2
ვკითხილობ კომენტარებს და სადღაც გულის სიღრმეში მინდა დავიჯერო რომ ქართველი კაცი არ წერს ამ სისულელეებს. მრცხვენია რომ ასეთი უმადური ხალხისგან შედგება ჩვენი საზოგადოება.
ბიჭებო, ჩვენო ფეხბურთელებო თავი ასწიეთ და იამაყეთ. ეხლაც რო ვწერ ამ სიტყვებს,ცრემლი მადგება,ყოველი წამი მახსენდება რაც გამილამაზეთ ყოფა, თუნდაც წაგებითაც. თქვენ გენაცვალეთ და კიდე ბევრი ასეთი დღეები გვაჩუქეთ გთხოვთ, წაგებებიც იქნება, მაგის გარეშე არ არსებობს. ბოროტ ენებს კიდე თუ მოუსმენთ, იმისთვის იცხოვრეთ,რომ ენები ჩააგდებინოთ.
საქართველოს უყვარხართ!!!!!!!
ტიმო
02 ივლისი 2023 12:32
2
წაგების მიუხედავად ძალიან ამაყი ვარ მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის .პენლები ლატარიაა რას ვიზამთ არ გაგვიმართლა.თავები მაღლა ასწიეთ თქვენ უამრავი სიხარული გვაჩუქეთ მადლობა წარმატებები ახალგაზრდები ხართ ყველაფერი წინ არი უამრავ სიხარულს გვაჩუქებთ მომავალში დარწმუნებული ვარ.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
ზვიად მუკბანიანი
02 ივლისი 2023 11:39
3
აუ ეს რა შოუმენია წელიწადში ერთხელ გააქვს სადღაც საფრანგეთის მოყვარულთა ლიგაში და ფეხბურთელი გონია თავი…
ბაკა
02 ივლისი 2023 10:02
18
წიტაიშვილის მაგივრად, ზურიკო უნდა შეეცვალა სვანიძეს, მაგრამ ვერ გაუბედა, დავითაშვილმა ჩააგდო ყველა შეტევა, ბურთსაც ხშირად კარგავდა და სხვასაც უშლიდა, ვიმედოვნებ ეს მართლა ესე იყო და კონსპირაციაში არ წავალ, განზრახ ხო არ მოხდა ესე ტოტალიზატორების გამო, მთელ სამყაროს საქართველოს მოგებაზე ედო, განსაკუთრებით ქართველებს!!!
სანიოლი
02 ივლისი 2023 08:52
8
ყოჩაღ ზურიკო! კარგი ბიჭი ხარ ხასიათითაც და დამოკიდებულებითაც, წარმატებები
გადასარევი გიორგი
02 ივლისი 2023 01:33
6
2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდებით
2034 მსოფლიოზე საქართველო გავა
02 ივლისი 2023 01:20
18
აბა რა, თავაწეულები ნათელი მომავლისკენ!!!!!!!!!! ვაი ჩვენს პატროს!! კარის ჩარჩოში რამდენჯერ დაარტყით ის მითხარით ჯობია!!!! გული არ გაიტეხოთ ბაჩუკი!!!
ტიტე
02 ივლისი 2023 02:55
9
ზუსტად ნუმერო სეტანტა სეტე დაგვაკლდა დღეს. სულ რო მე100 წუთზე შემოსულიყო მარტო მოიგებდა თამაშს. ასეთ თამაშს იგებს ინდივიდუალიზმი და რესურსი. ზურიკოს აქვს ეს ინდივიდუალიზმი, უბრალოდ წინა თამაშის მერე ვერ იდგა ფეხზე და აღარ შეეძლო. ამიტო მეორე ტაიმში ან დამატებულ ტაიმში შემოსული ხვიჩა და მისი მრავალფეროვნება და დონე ძალიან დიდ ძალას შემატებდა ნაკრებს.
Amerigo Vespuchi
02 ივლისი 2023 01:13
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული