მარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

AutoSharing Option
შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო
იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

Sportall.Ge

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,  ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან.  ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

Sportall.Ge

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

Sportall.Ge

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altU21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
შეეშვით სპორტსმენებს და გათითოკაცებას. საქართველოსთვის ყველა ჩვენგანი უნდა იბრძოდეს და კლავიატურის გარდა სხვა საქმე უნდა ქონდეს.
1408
03 ივლისი 2023 19:33
3
კომენტარებს გადავხედე და ყველზე თრთიანი კომემტარო ბატონ კომბლეს ესწერა :დ:დ/// 3 ათასი კი არა ბინა ჩაადებინე ბარემ!!! და მეორე კიდე ფეხბურთს მარტო ღარიბი ბავშვები რომ თამაშობენ და საშუალო ოჯახია შვილები! ანუ მდიდარი ან შეძლებული კაცის შვილმა რატომ შეიძლება ვერ ითამაშოს ფეხბურთი? თუკი შრომაარ ეზარება, თუკი ჭკვიანია და ზარმაცი არაა, და თუ ნიჭი აქ ამ ყველაფერთან ერთად, მამის ფული ამ ყველაფერს უქვითაავს? თუბრაშია საქმე?? :დ / ჩვენ ღარიბების სპორტი იმიტომ გვოგონია რომ 80 %ღარიბი და ღატაკია და ლოგიკურია რომ რაოდენობრივად ღარიბი ფეხბურთელები უფრო მეტი გამოდის./// კრესპოს კითხეს ჟურნალისტებმა რომ, ალბათ თქვენც სქშინელი და მძიმე ბავშობა გქონდათო ხომო?? კრესპომ საიდან დააბრეხვეთო? ფეხბურთელები არგენტინაში დიდი გაჭირვებული ოჯახებიდან მოდიხართო,,, კრესპომ , ფეშენებელურ უბანაში გქბიზარდე და საკმაოდ მდიდარი ოჯახიყქვდა ყოველთვისო, არაფერი არასოდეს არ მაკლდაო, და საერთოდ არ შეუშლია ხელი ამას ჩემთვისო./ ასე რომ ნუ ატყუებთ ხალხს , და რაღაცა ზღაპრებით ნუ უტენით ტვინს!/. ბავშვს თუ ნიჭი აქ და მშობელო კარგად და სწორად აღზრდიის და შრომის ფასს ასწავლის და ცხოვრების, ის გინდა სიღატაკეში გაიზარდოს და გინდა სიმდიდრეში, პოროვნება ორივე შემთხვევაში ძლიერი იქნება./ რაც შეეხება სკოლას ეს უნდა იყო უფასო ან მინიმალური, რაც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება, კლუბის მეპატრონეს უნდა გაუწიოს შეღავათი გადასახებში!
Vasili
03 ივლისი 2023 19:24
3
რატომ და ჩემო ვასილი ეს საქართველოა და ყველაფერი ფულზე და ნეპოტიზმზეა აგებული. ნუ ფეხბურთი კიდე ხო, უფრო მასიურია და ბევრი გუნდები და ლიგაა აბა ნახეთ კალათბურთში, წყალბურთში და ელიტარულ სახეობებში თუ არ არის პატრონების შერჩევით დაკომლეკტებული გუნდები.
ვასილი, ყვაჯი გილაბარსილი
03 ივლისი 2023 20:08
2
დეტალურ განხილვაში ვერ შევალ და არცაა ეს ჩემი კომპეტენცია, მაგრამ როგორც დილეტანტი ერთ პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას, ასე მგონია ერთ წრეზე ვტრიალებთ, მთელი ტურნირის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს კინო უკვე ნანახი მქონდა, ეს ყველაფერი ძალიან გავდა ჩრ. მაკედონიასთან წაგებულ თამაშს და საერთოდ ვაისის ნაკრების ხასიათს. როგორც მოგეხსენებათ ქართული ფეხბურთის სტილი ყოველთვის იყო შემტევი, სისწრაფეზე აგებული თამაში, მოწინააღმდეგეები ყოველთვის ცდილობდნენ ტემპის დაგდებას, სხვანაირად განწირულები იყვნენ ტექნიკური და სწრაფი ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ბუნებით ემოციური და ტემპერამენტიანები ვართ, ჩვენი კოზირი არის სწრაფი, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება, სწორედ ასე ამარცხებდა ჩენი წინაპრები ათჯერ უფრო მეტ მტერს. როგორც ვიცი სვანძე ვაისის კადრია, მასთან მუშაობდა და ამიტომაც გავს მისი ტაქტიკა ვაისისას, გუნდი გაყავდა მოედანზე არა მოსაგებად, არამედ რომ არ წაეგო, ფაქტიურად ანტი ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს და შედეგიც ლოგიკური იყო, უსახური თამაშით გავედით მეოთხედფინალში და არაფერი დასამახსოვრებელი დავითაშვილის გოლის გარდა, შედეგიც ნული, ერთით მეტი ჩატარებული თამაში და მეტი ნერვების შლა. ჯობდა გუნდს გახსნილი შემტევი ფეხბურთი ეთამა, ახალგაზრდები უნდა მიეჩვიონ პირველ ნომრად თამაშს, უნდა ეცადო არა იმას რომ არ გაუშვა, არამედ ერთით მეტი გაიტანო, ბიჭები უფრო ლაღად უნდა ათამაშო და ასე ჩამოყალიბდებიან დიდ ფეხბურთელებად. შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული თამაში კი ყოველთვის ასეთ შედეგს მოიტანს. ხვიჩას გადაწყვეტილებას ვეთანხმები, სწორად მოიქცა, ნაკრებს მართლაც ქონდა იმის პოტენციალი რომ მეტისთვის მიეღწია, შესანიშნავი თაობა მოდის და მეტად გამოავლენდნენ თავს რომ არა ეს შეშინებული ტაქტიკა, რაც აფერხებს ფეხბურთის განვითარებას, იმედია ხელმძღვანელობა გააანალიზებს მომხდარს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდულ ნაკრებებს ჩააბარებენ შემტევი ფეხბურთის მოყვარულ მწვრთნელებს, რომლებიც ასწავლიან ახალგაზრდობას უბრალო ჭეშმარიტებას რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!...
ელგუჯა
03 ივლისი 2023 18:26
3
Ვერ გავიგე - ხვიჩა Კვარაცხელია 22 წლისაა და 21-წლამდელების ტურნირში როგორ ითამაშებდა?
Თამარი
03 ივლისი 2023 17:37
13
ფედერაციაში ვინმე ავტორიტეტმა რატომ არ სთხოვა კვარას შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება
თენგო
03 ივლისი 2023 17:31
13
ნებისმიერ ავტორიტეტს კარგად ესმოდა,რომ არ შეიძლებოდა და იმიტიმ!
სოსო
04 ივლისი 2023 01:05
2
სიმართლე ვაღიაროთ და ეს გუნდი ვერც ინგლისს,ვერც საფრანგეთს და უკრაინას ვერ მოუგებდა
ზურა7958სიმა
03 ივლისი 2023 16:41
1
გასაგებია კვარაცხელიას მიზეზები და მიქაუტაძის კიდევ უფრო მეტად (საფრანგეთშია გაზრდილი, თან მნიშვნელოვანი ტრანსფერის მოლოდინშია და ყველაზე მეტად ახლა არ უნდა ტრავმა), მაგრამ გულშემატკივარს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის გაღებული მსხვერპლი აინტერესებს. მაგიტომ იყო რომ მესიზე გაორებული გრძნობა ჰქონდათ არგენტინელებს სანამ მსოფლიო არ მოიგო საბოლოოდ... შეიძლება ზოგიერთის აზრით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მეორეხარისხოვანია, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონობის თეორიული შანსი კვარაცხელიას მთელი სამომავლო კარიერის განმავლობაშიც კი არარსებულთან მიახლოებული იქნება ყოველთვის, აქ კი საკუთარ მოედანზე პლიუს-მინუს 5% თუ გვქონოდა იმასაც ეჭიდებოდა ხალხი.

ვიცით რომ ფეხბურთელები რობოტები არ არიან, მაგრამ ერთ მაგალითს გაგახსენებთ რაც 17 წლის პედრიმ გვიჩვენა 2020-2021 წლის სეზონში, როდესაც 52 მატჩი (3,525 წუთი) ითამაშა ბარსელონას შემადგენლობაში, შემდეგ ივნისის თვეში ევრო 2020-ზე 6 თამაში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შეუცვლალად (მათ შორის 3 თამაში 120 წუთი) და ბოლოს ივლის-აგვისტოში 6 თამაში ოლიმპიადაზე ფინალში ნათამაშები 120 წუთის ჩათვლით.
ობიექტური აზრი
03 ივლისი 2023 16:12
9
ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!!მარტო კვარაცხელიასგან რომ ითხოვთ თავდადებას სხვებს რატომ არ აკრიტიკებთ??ნორვეგიასთან ბათუმში ნაკლებად გვინდოდა მოგება?ხოჭოლავამ კლუბის გამო ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა!!!!მას მერე კლუბში ოთხი თამაში ჩაატარა.ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??მარტო კვარაცხელიამ უნდა ათრიოს ყველგან საქართველო?!და სხვა სპორტსმენებს არაფერი მოსთხოვოთ??ვერ ვიტან უსამართლობას!!!!!
**
03 ივლისი 2023 16:12
8
არადა დღემდე ტრავმირებულია ხოჭოლავა
**ს ს
03 ივლისი 2023 22:55
1
ბასილაშვილის კრიტიკა არ შეიძლება,ასე ფიქრობენ ქართველები!!!!მე კი მგონია რომ ყველაზე უჯიგრო და არა პატრიოტი სპორტსმენია ბასილაშვილიც და ხოჭოლავაც!!!!!
** ს
03 ივლისი 2023 20:11
4
ყველა გამოხმაურება
ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!!მარტო კვარაცხელიასგან რომ ითხოვთ თავდადებას სხვებს რატომ არ აკრიტიკებთ??ნორვეგიასთან ბათუმში ნაკლებად გვინდოდა მოგება?ხოჭოლავამ კლუბის გამო ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა!!!!მას მერე კლუბში ოთხი თამაში ჩაატარა.ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??მარტო კვარაცხელიამ უნდა ათრიოს ყველგან საქართველო?!და სხვა სპორტსმენებს არაფერი მოსთხოვოთ??ვერ ვიტან უსამართლობას!!!!!
**
03 ივლისი 2023 16:04
3
მომკლავით და ამ ნაკრების არცერთ თამაში მე სწორი ტაქტიკის მნახველი არ ვარ... ვისაც როდის როგორ მოუნდებოდა მაშინ დარბოდა გამართული დაცვის ან შეტევის დამუშავებული ტაქტიკა მე ვერ ვნახე. მაგრამ მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის. გაგუას გასაგონად კიდევ 9იანი რო ხარ ფეხბურთელობაზე თავს რო დებ და გინდა დიდი კარიერის გაკეთება პენლის ისე დარტყმა როგორც დაარტყა მასე დავარტყავთ აქ ყველა..... ტექნიკური დარტყმა ეგ არ იყო სიძლიერეზე დარტყმული ეგ არ იყო ბურთი პირველად დაინახე რაიყო? კიდევ ბევრჯერ მოგიწევს პენლის დარტყმა და ივარჯიშე კარგად დარტყმული პენალი აუღებელია! დადექი და ისწავლე
Roni
03 ივლისი 2023 16:04
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული